ანონსი 3 ივლისი

3 ივლისს, 10:00 საათზე, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ორგანიზებით, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება საქართველო-სერბეთის ბიზნეს ფორუმი.

ღონისძიებას გახსნის საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი. ბიზნეს-ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სხვა მოწვეული სტუმრები.

3 ივლისს, 10:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ევროკავშირის დახმარების ინსტრუმენტის "ტაიექსის" (TAIEX) წარმომადგენლებს შეხვდებიან

კომიტეტის სათათბირო ოთახი N314 (C კორპუსი, III სართული)

3 ივლისს, 10:00 საათზე, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტი საქართველოში (USAID/PROLoG) მართავს ღონისძიებას „იურიდიული განათლება პროფესიული წარმატებისთვის“. ღონისძიებაში მონაწილეობენ: პროფესიული ასოციაციების, კერძო იურიდიული კომპანიების, საჯარო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის, USAID დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის ხელმძღვანელი, ადამ შმიტი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი - გიორგი ვაშაკიძე, საჯარო სამსახურის ბიუროს დირექტორი - ეკატერინე ქარდავა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძე.

მის: ექსპო ჯორჯია, მესამე პავილიონი, დარბაზი E

საკონტაქტო: რობერტ მაღლაკელიძე 591 975165

3 ივლისს, 10:30 საათზე, საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International-ი თბილისსა და მოსკოვში წარადგენს ანგარიშს – მავთულხლართებს მიღმა - „ბორდერიზაციით“ გამოწვეული ადამიანის უფლებათა დარღვევები საქართველოში. თბილისში ანგარიშს წარადგენს Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორი, მარი სტრუზერსი და სამხრეთ კავკასიის წარმომადგენელი ლევან ასათიანი. მრგვალ მაგიდაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სახალხო დამცველი და სახელისუფლებო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

მის.: ლერმონტოვის 10.

საკონტაქტო: ლევან ასათიანი, სამხრეთ კავკასიის წარმომადგენელი +995557905675; +447429275240

3 ივლისს, 11:00 საათზე, მერიაში თბილისის მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: ჟ. შარტავას N7

3 ივლისს, 11:00 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკოფერენციას გამართავს.

თემა: პროპორციული არჩევნები და საკონსტიტუციო ცვლილებების პროცედურები - როდის აპირებს პარლამენტი საკითხის სესიაზე გატანას; ზაქარია ქუცნაშვილისთვის უფლებამოსილების საკითხის შეწყვეტა.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

3 ივლისს, 11:00 საათზე, “ ევროპული საქართველოს“ოფისში გიორგი კანდელაკის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ტურიზმის სფეროში ანტიკრიზისული ღონისძიებები

საკონტაქტო: თორნიკე დიასამიძე 597 04 06 08 ; მაკუნა ჟვანია 599 43 43 08

3 ივლისს, 11:30 საათზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე მე-7 კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.

მის.: უზნაძის 52

3 ივლისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: პროპორციული სისტემა ნულოვანი საარჩევნო ბარიერით. პარტიების დაფინანსების საკითხი. ნიკა მელიას საქმე. შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1.

საკონტაქტო: 593 53 45 24

3 ივლისს, 13:00 საათზე, თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკოფერენციას გამართავს.

თემა: 26 მაისი და მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

მის: მისამართი: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

3 ივლისს, 13:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

3 ივლისს, 14:00 საათზე, ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ქუთაისსა და იმერეთის მხარეში მცირე სასტუმროებისა და საოჯახო სასტუმრო სახლების მესაკუთრეებს შეხვდება.

მის: ქუთაისი, შოთა რუსთაველის გამზ. # 9ა

3 ივლისს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) სააქტო დარბაზში პროფესორ თენგიზ ცერცვაძის დაბადებიდან 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ხელისუფლების წარმომადგენლები, სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

მის: თსუ I კორპუსი, ილია ჭავჭავაძის გამზ.N 1.

საკონტაქტო: გიორგი ბერიძე 577 100 830

3 ივლისს, 16:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში ლევან ხაბეიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

მის.: კახეთის გზატკეცილი 45ა

3 ივლისს, 17:00 საათზე, პარლამენტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N314 (C კორპუსი, III სართული)

3 ივლისს, 17:00 საათზე, საგარეჯოში, პატარა ჩაილურის ციხესთან, მოძრაობის „სახალხო ტრიბუნა“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე მოსახლეობას შეხვდება.

თემა: საბანკო კრედიტები, მოტყუებული და გადაგდებული გლეხები, მოუგვარებელი ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები.

3 ივლისს, 17:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართება მეორე ევროპულ თამაშებში მონაწილე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის საზეიმო მიღება.

მის: მაჩაბლის 11

საკონტაქტო ტელ : 599 58 00 01 თეონა ომანაძე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო