6 თვეში ტურისტული ვიზიტების ორნიშნა ზრდა დაფიქსირდა

2019 წლის იანვარი-ივნისი ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2,127,142 შეადგინა, რაც 193,368-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე-ზრდა +10%. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, 6 თვეში საქართველოში 3,862,444 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა +8.4%.

რაც შეეხება 2019 წლის ივნისის თვეს, მათივე ინფორმაციით, საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 471,979 შეადგინა, რაც 71,990-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე- ზრდა +18%.

„ივნისში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ კი 873,966 შეადგინა-ზრდა +20.2%. ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ავსტრია +71%, გერმანია +67.7%, გაერთიანებული სამეფო +34.9%, ლატვია +30.2%, ნიდერლანდები +25.7%, და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: საუდის არაბეთი +127.7%, იორდანია +91.4%, ყაზახეთი +78.4%, ჩინეთი +52.9%, კორეა +48%, თურქეთი +45.8% და სხვა. ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტი რუსეთიდან (+30.8%), თურქეთიდან (+45.8%), აზერბაიჯანი (+8.8%) და სომხეთი (+9.7%) განხორციელდა“, - აღნიშნავენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

მათივე ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით 2019 წლის იანვარი-მაისი მონაცემებით, შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 1.1 მილიარდ დოლარს (ზრდა +9.8%), რაც 101 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2019 წლის მაისის მონაცემებით შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 281 მილიონ დოლარს (ზრდა +14.2%), რაც 35 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2019 წლის I კვარტალში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 578 მილიონ დოლარს (ზრდა +5%), რაც 28 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2019 წლის I კვარტლის მონაცემებით შეადგენს 7.1%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +14.9%-ია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა