რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი საქართველოს უკრაინის მსგავსი პროცესებით ემუქრება

საქართველოს ხელისუფლებამ ბოდიში უნდა მოუხადოს რუსეთს თბილისში რუსეთის საწინააღმდეგო გამოსვლებისთვის. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ვლადიმერ ჯაბაროვმა განაცხადა.

„ვფიქრობ, პირველი ნაბიჯი რუსეთისთვის ბოდიშის მოსახდელად საქართველოს პრეზიდენტმა უნდა გადადგას“ - განაცხადა ჯაბაროვმა პრესკონფერენციაზე.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება საშუალებას თუ ვერ გამონახავს, კონტროლი დაამყაროს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მასაც ისეთივე ძვრები ელოდება, როგორიც უკრაინაში მოხდა.

„თუკი ქვეყნის ჯანსაღი ხელისუფლება საკუთარ თავში არ იპოვის ძალებს ამ პროცესების შესაჩერებლად, საქართველოს დაემუქრება ისეთივე ძვრები, როგორიც უკრაინაშია, მაგრამ ქვეყნის მასშტაბების გათვალისწინებით, იქ შედეგები უფრო მძიმე შეიძლება იყოს, რასაც არავითარ შემთხვევაში არ ვუსურვებ ქართველ ხალხს“ - აცხადებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს დეპუტატი.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო