პოეტი ზვიად რატიანი აქციის მონაწილეების  მხარდასაჭერად ვიდეომიმართვას ავრცელებს

პოეტი ზვიად რატიანი აქციის მონაწილეების მხარდასაჭერად ვიდეომიმართვას ავრცელებს. რატიანი ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ ახალგაზრდები დღეს წარსულის სიბოროტეს ებრძვიან.

„არ არის ადვილი ჩემთვის და ალბათ, არც მთლად ლამაზი, ასე შორიდან რომ მიწევს საუბარი. ფიზიკურად ვერ ვარ იმ ადამიანების გვერდით, ვინც აგერ უკვე მეორე კვირაა, გამოდის რუსთაველზე და იცავს მომავალს და ებრძვის წარსულს და ყველა სიმახინჯეს, რაც ამ წარსულიდან დღემდე მოგვყვება. ძალიან დიდხანს შეიძლება ლაპარაკი ივანიშვილის და მისი ყურმოჭრილი მონების და ყრმების ბოროტებაზე, უგუნურობაზე, ღალატზე, დანაშაულებზე, მაგრამ ალბათ, არ ღირს. ყველამ ყველაფერი იცის და მეორეც, ეს ყველაფერი ძალიან მოკლედ ითქვა დემონსტრაციებზე უმოკლესად, ერთი სიტყვით - სირცხვილია! მე-20 საუკუნის მეორე ათწლეული მთავრდება და ტურბულენტური 30 წლის შემდეგ ამდენი ტანჯვის, გაჭირვების, სიკვდილების და შიმშილის, მარცხის და ალაგ-ალაგ პატარა საბოლოო ჯამში გამარჯვებების შემდეგ, მართლა სირცხვილია და არ იმსახურებს ეს ქვეყანა ჰყავდეს დირექტორი, ნესბისმიერი დირექტორი. მით უმეტეს, ივანიშვილისნაირი“, - აღნიშნავს რატიანი.

მისივე თქმით, რაც ახლა თბილისში და არა მარტო თბილისში ხდება, ამის საწინააღმდეგოდ ხელისუფლებას არაფერი აქვს.

„არც ამდენი ფული აქვს ბიძინა ივანიშვილს და რომც ჰქონდეს, ეს უკვე სხვა თაობაა. გაიზარდნენ ჩვენი შვილები, გაიზარდნენ და არიან ჩვენზე უფრო ჭკვიანები, ჩვენზე სუფთები, არ არიან საბჭოიდები. ამათ წინააღმდეგ დღევანდელი ხელისუფლება არის სრულიად გაკოტრებული. ის ფორმები, რა ფორმითაც ეს დემონსტრაციები ტარდება, არის არაჩვეულებრივი. ამათ წინააღმდეგ ვერც ერთი ხელისუფლება წავა და მით უმეტეს, ასეთი ჩანჩურა ხელისუფლება, დღეს რომ გვყავს. გახარიაც წავა და გაცილებით მალე, ვიდრე ეს დღეს გვეჩვენება. სამწუხაროდ, ჩემმა თაობამ ვერ ბევრი ვერაფერი შევძელით და ამ ნაგვის გატანა და სირცხვილის მოწმენდა ჩვენს შვილებს შევატოვეთ. თუმცა, ყველაზე ლოგიკურიც არის ეს ამბავი. სწორედ ეს თაობა, ახალი ადამიანები თუ შეძლებენ ამის გაკეთებას.

ჩირქგროვა სანამ არ მომწიფდება, რაც არ უნდა აწვალო, თავს გაიწვალებ. უნდა მომწიფდეს. ესენი მომწიფდნენ, ერთი პატარა მიწოლა უნდა და გამოასხამს მთელი ეს ნაგავი და საშინელება. და მერე, ეს ახალგაზდები, როგორც „მზიურს“ და მის შემოგარენს ალაგებდნენ, წმენდდნენ, როგორც დღეს აქციის შემდეგ პლასტიკური პაკეტებით მიდიან და ალაგებენ, ისე გადაწმენდენ ამ ჭრილობას, დასპირტავენ და გაუკეთებენ სტერილიზაციას. ეს გაცილებით უფრო მალე იქნება, ვიდრე ახლა გვგონია. უკვე ჩანს, რომ მოვიდნენ ჩვენი შვილები. არ უნდოდათ, მაგრად ეკიდათ პოლიტიკა, ზოგიერთმა გახარიას სახელიც არ იცოდა, მაგრამ აიძულეს და ეს ჯინი ამოიხმეს ბოთლიდან. ახლა დაერხათ, ყველაფერი იქნება მაგრად!" განაცხადა ზვიად რატიანმა ვიდეომიმართვაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო