დავით ზალკალიანმა ბელარუსს ეროვნული დღესასწაული მიულოცა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ბელარუსის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მისასალმებელ სიტყვაში მინისტრმა ბელარუს ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ბელარუს და ქართველ ხალხს შორის მჭიდრო და ხანგრძლივი ურთიერთობები არსებობს.

„პოლიტიკურ თანამშრომლობასთან ერთად, ნაყოფიერად და ძალზედ აქტიურად ვითარდება ურთიერთობები სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროებში. საქართველოსთვის ბელარუსთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და მოხარული ვარ, რომ მიმდინარე წელს, სავაჭრო ბრუნვა მზარდი ტენდენციით ხასიათდება. იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე მივაღწევთ ჩვენი ქვეყნების მეთაურთა მიერ განსაზღვრულ ნიშნულსაც. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს მომავალში, მინსკში, გაიხსნება ქართული სავაჭრო სახლი, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბელარუსში საქართველოსა და ქართული პროდუქტების კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას. განსაკუთრებული კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, ბელარუსი ტურისტების სულ უფრო მზარდი ინტერესი საქართველოს მიმართ“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ საქართველოში განხორციელებულმა ვიზიტმა ხელი შეუწყო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ახალ საფეხურზე გადასვლას.

მინისტრმა ბელარუს დიპლომატებს ბელარუსის რესპუბლიკის დიპლომატიური სამსახურის 100 წლის იუბილე მიულოცა.

დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ სასიხარულოა, მინსკში ბელარუსის მიერ, მეორე ევროპული თამაშების წარმატებით მასპინძლობა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ბელარუს ხალხს მშვიდობა, წარმატებები და კეთილდღეობა უსურვა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს