ე.წ. საღორიის ტყის სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტყის ფონდის ტერიტორიის შესწავლა გრძელდება

ეროვნული სატყეო სააგენტო ქუთაისში ე.წ. საღორიის ტყიის სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდის ტერიტორიაზე, ტყის აღდგენის ღონისძიებების გაგრძელების მიზნით, ტერიტორიების შესწავლას აგრძელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, საველე შესწავლა დაგეგმილია 17 ჰა ფართობზე, თუმცა, შესაძლებელია საპროექტო ფართობი გაიზარდოს ტყის ფაქტიური მდგომარეობის გათვალისწინებით.

ე.წ საღორიის ტყის ტერიტორიაზე, სააგენტო ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებებს

2016 წლიდან ახორციელებს. ფართობზე მუხნარი კორომის სანიტარული მდგომარეობა წლების განმავლობაში არადამაკმაყოფილებელი იყო. მუხის ხმობა მავნე მწერით - მუხის დიდი ხარაბუზით იყო გამოწვეული. ფართობზე სანიტარული ჭრები ეტაპობრივად ხორციელდება. მიმდინარე წელს აპრილი-მაისის თვეში სანიტარული ჭრის წესით ხმელი და დაავადებული ხე-მცენარეების (535 კბ.მ) ჭრა განხორციელდა. მიმდებარე ფართობებზე დამატებით მონიშნულია სანიტარული ჭრის ტყეკაფები, საერთო მოცულობით 970 კბ.მ, საიდანაც ამ ეტაპზე 665 კბ.მ მოჭრილია. აღსანიშნავია, რომ 2018 წ. საშემოდგომო სეზონზე ტერიტორიაზე დაირგო ქუთაისის სატყეოს ტერიტორიაზე არსებული ტყის დროებით სანერგეში გამოყვანილი 9500 ცალი მუხის და იფნის ნერგი.

ლევან დოლიძე - სირიაში მოვლენების განვითარება დამოკიდებულია იქნება იმაზე, რამდენად კოორდინირებულად იმოქმედებს ნატო, აშშ და თურქეთი, თუმცა, საქართველოში სირიიდან მიგრანტების დიდ ნაკადს არ ველი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.02.2020
ირაკლი მელაშვილი - ვფიქრობ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებულ  ფონზე ხელისუფლებას გაუჭირდება ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების ჩაშლის გადაბრალება
როგორ დავაჩქაროთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება აზიასა და წყნარ ოკეანეთში
სასიამოვნო სიურპრიზი „ტოიოტასგან“ საავტომობილო რბოლის მოყვარულთათვის
ადგილობრივი სასტუმროების ჯგუფური და ინდივიდუალური დაჯავშნის ონლაინ პლატფორმა HOTEL HUB GEORGIA ბაზარზე ოპერირებას ამიერიდან HOTEL HUB GROUP-ის სახელით გააგრძელებს
„ბადაგონს“ საუკეთესო ქართული ღვინის კომპანიის სტატუსი მიენიჭა
GM Pharma-ს („ჯი-ემ-პი“) ხარისხის ახალი ISO სერტიფიკატი გადაეცა
სამსუნგმა Galaxy S20 სერია წარადგინა
PSP პირველი ჩაერთო გაეროს განვითარების პროგრამის პროექტში „სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“