ქართველი მორაგბე, რომელსაც რუსეთში თბილისის აქციების სოლიდარობისთვის კონტრაქტი შეუწყვიტეს - ჩათვალეს, რომ პოლიტიკურად დატვირთული იყო და რუსეთზე მქონდა გართულება

ამ ჟესტით ჩემს ხალხს გამოვუცხადე მხარდაჭერა და არა პოლიტიკოსებს, - ამის შესახებ რუსულ „სალავაში“ მოასპარეზე ქართველმა მორაგბემ რეზი ბროძელმა „რაგბი TV“-ის განუცხადა. ბროძელმა მისთვის და საბა ილურიძისთვის კონტრაქტის შეწყვეტაზე ისაუბრა, რისი მიზეზიც ერთ-ერთ თამაშში დადებული ლელოს აღნიშვნა გახდა, ბროძელმა და ილურიძემ თვალზე ხელი აიფარეს და ამ ფორმით გამოუცხადეს სოლიდარობა თბილისში მიმდინარე აქციებს.

"ჩათვალეს, რომ პოლიტიკურად დატვირთული იყო და რუსეთზე მქონდა გართულება. ამ ჟესტით ჩემს ხალხს გამოვუცხადე მხარდაჭერა და არა პოლიტიკოსებს", - განაცხადა რეზი ბროძელმა.

იხილეთ ვიდეო: ქართველ მორაგბეს თბილისის აქციების სოლიდარობისთვის რუსეთში კონტრაქტი შეუწყვიტეს

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის