ავარიების ყველაზე ხშირი მიზეზები და როგორია საბურავების როლი უსაფრთხოებაში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო კვლევის მიხევდით, 2019 წლის პირველ კვარტალში 1300-ზე მეტი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა, რომელსაც ჯამში 116 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 1779 კი დაშავდა. სტატისტიკის მიხედვით, ავარიის მიზეზებად განიხილება: სიჩქარის გადაჭარბება, შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა, ალკოჰოლური საშუალებების ზემოქმედება და სხვა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომლის გამოც მძღოლი ავტომობილს ვეღარ იმორჩილებს და ხდება შეჯახება, არის გაუმართავი საბურავები. სწორედ საბურავით ხდება ავტომობილის გზის საფართან მოჭიდება და თუ ის ხარისიხანი არ არის, მაშინ მოსრიალებისა და დაგვიანებული დამუხრუჭების რისკი ძალიან იზრდება. საბურავებს შეუძლიათ დამუხრუჭების მანძილი 2 მეტრიდან 12 მეტრამდე გაზარდონ. სწორედ ამიტომ ხარისხიანი საბურავები გამართული ავტომობილის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.

საბურავის ხარისხს განაპირობებს ის, თუ რამდენად კარგად ეჭიდება იგი გზას, რამდენად ემორჩილება მძღოლის მართვის მანევრირებას და რამდენად სწრაფად ამუხრუჭებს. ამ ყველაფერს განსაზღვრავს ის, თუ რა რაოდენობით და რა ხარისხის ბუნებრივ კაუჩუკს შეიცავს საბურავი. სწორედ ბუნებრივი კაუჩუკის შემადგენლობით განსხვავდება ბიუჯეტური და პრემიალური ხაზის საბურავები. პრემიუმ ბრენდები უხვად მოიხმარენ ბუნებრივ კაუჩუკს, ბიუჯეტურები კი შეზღუდული ფინანსების გამო ხელოვნურ კაუჩუკს იყენებენ, რის გამოც საბურავს დაბალი შედეგი აქვს როგორც გარბენში ასევე, მოჭიდებაში, მანევრირებასა და მდგრადობაში. შესაბამისად, საბურავების დიფერენცირება როგორც რეზინის ან კაპრონის არის შეცდომა. საბურავები განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რამდენ ბუნებრივ კაუჩუკს შეიცავს და რამდენად მაღალტექნოლოგიურად არის დამუშავებული ეს პროდუქტი.

საბურავის შერჩევისას კონსულტანტს დეტალურად აუხსენით თუ რა სეზონზე, რა ტიპის გზის საფარზე, რა ინტენსივობით, რა დატვირთვაზე, რა სიჩქარეზე ან რა დისტანციაზე აპირებთ მის მოხმარებას. შეიძლება ზოგიერთი საბურავის მახასიათებელი იყოს დიდი დისტანციის დაფარვა, ზოგიერთის - მაღალი სიჩქარით სიარული, ზოგისთვის - ნაკლები საწვავის მოხმარება ან მაღალტვირთამეწობაზე მუშაობა. მიზნის შესაბამისად ყიდვა არის იმის გარანტი, რომ საბურავი დადებს კარგ შედეგს. თუ მანქანა 60-80 კმ/სთ საშუალო სიჩქარით მოძრაობს, შესაძლოა 100 ლარიანი საბურავით უკეთესი გარბენი ჰქოდნეს, ვიდრე მაღალძრავიან ავტომობილის 500 ლარიან საბურავს, რომელიც მუდმივად მაღალი სიჩქარით მოძრაობს. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი სიარულის ხარისხია.

· ზამთრისა და ზაფხულის საბურავები განსხვავდება შემადგენლობით. ზამთრის საბურავების შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები აქტიურდება დაბალ ტემპერატურაზე. ზაფხულის საბურავის შემადგენლობა აქტიურდება მაღალ ტემპერატურაზე, როდესაც ხახუნის ძალა იმატებს. ზამთრის საბურავს აქვს M+S (ტალახი და თოვლი) და ფიფქის ნიშანი. ზაფხულის საბურავს სეზონის აღმნიშვნელი წარწერა არ აქვს. რაც შეეხება ყველა სეზონის საბურავს, იგი აღინიშნება ALL Season, 4season, All Weather წარწერებით. თუმცა ნებისმიერ საბურავს სეზონის გამომხატველი სიმბოლო ახატია, მაგალითად, ფიფქი, მზე და სხვა. სამწუხაროდ, დღეს ბევრს ჰგონია, რომ M+S ყველა სეზონის საბურავს ნიშნავს, რაც დიდი შეცდომაა. როცა ტემპერატურა 5-7 გრადუსზე დაბლა ჩამოდის, უკვე ზამთრის საბურავები უნდა დააყენოთ.

· საბურავების მოხმარების ვადა არის წარმოებიდან 5 წელი. ბევრს ჰგონია, რომ ეს პერიოდი საბურავის დაყენებიდან ითვლება, რაც დიდი შეცდომაა. მეორადი საბურავის ერთადერთი უპირატესობა არის „ხელმისაწვდომობა“ ყიდვის მომენტში. თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ მეორადი საბურავის გამოცვლა დაახლოებით 6 თვეში ერთხელ არის საჭირო, მას მეტი მოვლის ხარჯი აქვს, რადგან შეიძლება ხშირად დასჭირდეს შეკეთება, გამოდის რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მეორადი საბურავი ბიუჯეტური სულაც არ არის. თან აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მეორადი საბურავით უსაფრთხოებას ვაყენებთ რისკის ქვეშ. ევროპაში კარგ საბურავს ნამდვილად არავინ გადააგდებს. შესაბამისად, შემოტანილი მეორადი საბურავი ან მოხმარებისთვის უკვე აღარ ვარგა ან რამე კონკრეტული მიზეზით არის დაბრაკული.

ემილ ავდალიანი - ირანი და ჩინეთი 400 მილიარდი დოლარის შეთანხმებას ამზადებენ, თუ ეს მოხდა პერსპექტივაში ჩინური გავლენა ირანსა და ახლო აღმოსავლეთზე ხელშესახები გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2020
ამირან სალუქვაძე - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა იქნება, ვინ გადალახავს ამ საცოდავ 1%-ს
მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოებისთვის
Samsung Galaxy S20 FE (Fan Edition) წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო
პანდემიის დროს გააქტიურებული ქართული სტარტაპი - 0% საკომისიო და უფასო მიტანა 100 დღის განმავლობაში
„კარფურის გათამაშება გრძელდება“ - წინ კიდევ უსასრულო სიურპრიზებით სავსე 2 კვირა გელოდებათ
"ლიბერთის" ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის