ლაშა დარსალია ჟენევის მოლაპარაკებებზე - ერთ-ერთი მთავარი თემაა ბოლოს განვითარებული მოვლენები, დაკავშირებული საოკუპაციო ხაზის დაკეტვასთან, რომელმაც უფრო დაამძიმა ჰუმანიტარული ვითარება

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი დღეს იმართება. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს დელეგაცია ჟენევის ფორმატში ყველა იმ საკითხის დასმას აპირებს, რომელიც აქამდე აქტუალური იყო, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება ენგურის ხიდის ჩაკეტვაზე გამახვილდება.

ქართულმა და რუსულმა დელეგაციებმა, საერთაშორისო თანათავმჯდომარეებთან ერთად, გუშინდელ შეხვედრაზე ისეთი ტექნიკური საკითხები შეათანხმეს, როგორიც არის განსახილველი საკითხები და დღის წესრიგი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, მთავარია, რომ მოლაპარაკებების შედეგად ვითარების დეესკალაცია მოხდეს.

„არავის ინტერესებში არ შედის ვითარების კიდევ უფრო მეტად ესკალაცია. მთავარია, რომ ამ მიმართულებით დეესკალაციას მივაღწიოთ, რადგან ისედაც დაძაბული ფონია. ერთ-ერთი მთავარი თემა არის ბოლოს განვითარებული მოვლენები, დაკავშირებული საოკუპაციო ხაზის დაკეტვასთან, რომელმაც კიდევ უფრო დაამძიმა ჰუმანიტარული ვითარება ადგილზე. ამიტომ ეს იქნება შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, ამასთან თავისთავად იდგება ყველა ის საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ჟენევის მოლაპარაკებებთან, იქნება ეს ჰუმანიტარული თუ უსაფრთხოების ვითარება ადგილზე, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, უკანონო დაკავებები. ქართული მხარე კიდევ ერთხელ დააყენებს საკითხს ოთხოზორიას, ტატუნაშვილის, ბაშარულისა და კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა