სულხან სალაძე - რაც უფრო მალე შეთანხმდებიან პარტიები, რა ტიპის პროპორციულ სისტემას ირჩევს ქვეყანა, ნულოვანს, ორ, სამ თუ ოთხ პროცენტიან ბარიერს, მით უფრო უკეთესია

ნულოვანი ბარიერი ყველაზე უკეთ გამოხატავს ამომრჩევლის ნებას და განწყობას საკანონმდებლო ორგანოში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ ისაუბრა.

სალაძის თქმით, მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემა არ ნიშნავს დემოკრატიულ გარემოს და საჭიროა ისეთი თემების განხილვა, როგორებიცაა, პარტიების დაფინანსება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების საკითხები.

„პირველი, რაც უნდა ვთქვათ, არის ის, რომ არც ერთი საარჩევნო სისტემა არ არის იდეალური და ნებისმიერ საარჩევნო სისტემაში შეიძლება ჩვენ ვიპოვოთ რიგი ტიპის პრობლემები. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ რაც უფრო მალე შეთანხმდებიან პარტიები, თუ რა ტიპის პროპორციულ სისტემას ირჩევს ქვეყანა, ნულოვან ბარიერს, ორ, სამ თუ ოთხ პროცენტიან ბარიერს, მით უფრო უკეთესია”, - განაცხადა სალაძემ.

კითხვაზე, შენარჩუნდება თუ არა ბარიერი, სალაძემ უპასუხა, რომ ყველაზე დიდი შანსი ნულოვან ბარიერს აქვს.

„იმის გათვალისწინებით დღეს პარლამენტში რა კონფიგურაცია და ძალების როგორი გადანაწილებაა, ალბათ, ყველაზე მეტი შანსი ნულოვანი ბარიერის სისტემას აქვს. კარგია, რომ პოლიტიკური პარტიები მიუხედავად განსხვავებული პოზიციისა თანხმდებიან, რომ ისინი დაუჭერენ მხარს ნებისმიერ შემთხვევაში პროპორციულ საარჩევნო სისტემას“, - განაცხადა სალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო