გრიგორი კარასინი 20-21 ივნისის მოვლენებზე - წინ საარჩევნო წელია და ჩვენ ეს კარგად გვესმის, მაგრამ არ გვინდა, რომ ამაში ანტირუსული განწყობების გაძლიერება შემოვიდეს

წინ საარჩევნო წელია და ჩვენ ეს ძალიან კარგად გვესმის, მაგრამ არ გვინდა, რომ ამაში შემოვიდეს ანტირუსული განწყობების გაძლიერება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ჟენევაში განაცხადა, სადაც ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი მიმდინარეობს.

კარასინმა აღნიშნა, რომ მათ ექნებათ შეხვედრა ქართველ კოლეგებთან, სადაც საუბრის ერთ-ერთი თემა 20-21 ივნისის მოვლენები იქნება. კარასინმა ამ მოვლენებიდან გამომდინარე შექმნილ ვითარებას „უსახური“ უწოდა.

„ჩვენ აქ არ ჩამოვსულვართ ესკალაციისთვის. ჩვენ აქ ჩამოვედით იმისთვის, რომ გავცვალოთ მოსაზრებები ჩვეულებრივ საკითხთა წრეზე, კერძოდ, ადგილზე არსებულ ვითარებაზე, ძალის გამოუყენელობაზე. პარალელურად ჩვენ შევხვდებით ქართველ კოლეგებს და ვფიქრობ, შევეცდებით უკეთ გავუგოთ ერთმანეთს, რათა ამ საკმაოდ უსახური ვითარებიდან გამოსავალი ვიპოვოთ, რომელიც ეხება 20-21 ივნისის მოვლენებს. ეს ყველაფერი არასასურველია ჩვენი ურთიერთობებისთვის. ჩვენ ამას უნდა გადავაბიჯოთ, მითუმეტეს, რომ ეს არავითარ შემხებლობაში არაა ორმხრივ ურთიერთობებთან რუსეთის ფედერაციასთან. ეს საქართველოს შიდაპოლიტიკური საკითხია. მიდის პოლიტიკური ბრძოლა, წინ საარჩევნო წელია და ჩვენ ეს ძალიან კარგად გვესმის. მაგრამ ჩვენ არ გვინდა, რომ ამაში შემოვიდეს ანტირუსული განწყობების გაძლიერება. ამას უნდა თავი ავარიდოთ რამენაირად“, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას კარასინმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „დემონსტრაციამ, ანტირუსულმა განცხადებებმა და ლოზუნგებმა ურთიერთობების საერთო სურათი გააფუჭა“.

რაც შეეხება რუსი ტურისტების საქართველოდან გაყვანის გადაწყვეტილებას, როგორც კარასინმა აღნიშნა, კრემლმა ამით თავი დაიზღვია.

„ჩვენ არ შეგვიძლია რისკის ქვეშ დავაყენოთ ჩვენი მოქალაქეები. მათ სურთ იყვნენ ტურისტები, თუმცა ღმერთმა არ ქნას რამე მოხდეს. ყველა ხელს გაიშვერს რუსეთის ხელისუფლების მისამართით, რომ ჩვენ ვერ შევძელით გაგვეთვალისწინებინა ასეთი ნეგატიური მოულოდნელობები. ჩვენ თავი დავიზღვიეთ. რა იქნება შემდეგ, მომავალში ვნახავთ“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს