სულხან სალაძე - თუ  აქციის დაშლა შს მინისტრის ბრძანება არ იყო, ესეც პრობლემაა

კანონმდებლობა არ განიხილავს და არ ასხვავებს ადამიანებს პასუხისმგებლობის ნაწილში, ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს და ყველამ უნდა აგოს პასუხი, - ასე გამოეხმაურა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძე 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებულ შეკითხვას.

სალაძის თქმით, აქციის დაშლისას პროცესები განვითარდა ქაოტურად.

“მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიებას უკავშირდება, ეს არის კონკრეტული პირების იდენტიფიცირება და მათი პასუხისმგებლობა. აქ საუბარია,

როგორც რიგითი სამართალდამცავების მხრიდან პასუხისმგებლობაზე, ასევე საუბარია მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირების პასუხისმგებლობაზე. პირველ რიგში, პოლიტიკური თანამდებობის პირების პასუხისმგებლობაზე

როცა ვლაპარაკობთ, ცხადია, მოიაზრება შინაგან საქმეთა მინისტრი, იყო თუ არა

მისი ბრძანება ეს არ ცვლის არაფერს, თუ არ იყო ეს მისი ბრძანება, ესეც პრობლემაა. მე მგონია, რომ პროცესი, რაც რუსთაველზე 20 ივნისის ღამეს განვითარდა, იყო ქაოტური პროცესი, რასაც მოჰყვა ის სავალალო შედეგები, რომლებიც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ,” - განაცხადა სალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო