იაპონიაში კოკისპირული წვიმების გამო 800 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს

იაპონიაში კოკისპირული წვიმების გამო 800 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქალაქ კაგოსიმას 594 ათასი მცხოვრების სასწრაფო ევაკუაციის განკარგულება გასცა. იაპონიის სამხრეთში კუნძულ კიუსიუს ამ რეგიონში კოკისპირული წვიმაა. საფრთხის დონე ხუთი შესაძლებლიდან მეოთხემდეა აწეული. მოსახლეობას მოუწოდეს, არ დაელოდონ განგაშის სიგნალს, დამოუკიდებლად იზრუნონ საკუთარ თავზე, დროულად დატოვონ სახლები და უსაფრთხო ადგილზე გადავიდნენ.

სააგენტო „კიოდოს“ ცნობით, ევაკუაცია შეეხება ქალაქ კირისიმას 125 ათას მცხოვრებს და ქალაქ აირას 77 ათას მცხოვრებსაც. ამ ცნობას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო: იაპონიაში კოკისპირული წვიმის გამო 800 000 ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა