კახა კალაძე - დიღმის ტყე-პარკთან დაკავშირებული მოლაპარაკებების შედეგად დაახლოებით 27 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი დაუბრუნდა დედაქალაქს

დიღმის ტყე-პარკთან დაკავშირებით მოლაპარაკებების შედეგად დაახლოებით 27 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი დაუბრუნდა დედაქალაქს და ეს პროცესი კიდევ გრძელდება, - ამის შედეგად დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერიაში თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის განცხადებით, არაერთხელ ყოფილა საუბარი ეკოლოგიასა და მწვანე სივრცეების შექმნაზე. მათ შორის საუბარი ყოფილა იმასთან დაკავშირებითაც, რომ მწვანე სივრცეები განადგურდა, რათა იქ შენობა-ნაგებობები განთავსებულიყო. კახა კალაძის თქმით, ამისი უამრავი შემთხვევაა, მათ შორის აღნიშნულის საუკეთესო მაგალითი დიღმის ტყე-პარკი, რომელიც ფაქტობრივად მთლიანად არის გასხვისებული და 80% კერძო საკუთრებაა.

„როდესაც მერად ამირჩიეს, როდესაც ოფიციალურად შევუდექით ჩვენს უფლებამოსილებას, განვაცხადეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებდით იმისთვის, რომ დიღმის ტყე-პარკი გამოგვესყიდა. იმიტომ, რომ არის იდეალური მწვანე სივრცე, არის იდეალური ადგილი. უამრავი ადამიანი ცხოვრობს ირგვლივ, ასეთი სივრცის არსებობა ქალაქისთვის, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩავერთეთ ამ პროცესში, დავიწყეთ მოლაპარაკებები კერძო მესაკუთრეებთან და მინდა გითხრათ, რომ წარმატებით მიმდინარეობს. 2017 წლიდან დაიწყო მოლაპარაკებები კერძო მესაკუთრეებთან და უკვე გარკვეული ნაწილი მიწის ნაკვეთებისა გვაქვს წამოღებული, ჩვენი საკუთრებაა. თუმცა რჩება კიდევ მიწის ნაკვეთები, რომლებსაც სჭირდება ან ადგილმონაცვლეობა ან გამოსყიდვა, თუმცა როგორც დაგპირდით, ჩვენ ამ საქმეს აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ და იქ იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, მწვანე სივრცე, სადაც ნებისმიერ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, მივიდეს, დაისვენოს და ისარგებლოს ამ ტყე-პარკით.

ამ მოლაპარაკებების შედეგად დაახლოებით 27 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი დაუბრუნდა დედაქალაქს და ეს პროცესი კიდევ გრძელდება. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში დავამთავრებთ,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა