დავით ჭიჭინაძე - გახარიას ე.წ. ძლევამოსილობა მითია

გახარიას ე.წ. ძლევამოსილობა მითია, საიდუმლო კი მისი მონობაა, დაბეზღება და მეტი არაფერი, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებლად უნდა დადგეს იმ გავლენიანი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც 20-21 ივნისის მოვლენები დაგეგმა და დღეს არ ჩანს.

"მე ვაპირებ ნიღაბი ჩამოვხსნა იმ საკმაოდ სერიოზულ, გავლენიან თანამდებობის პირებს, რომლებიც დღეს არ ჩანან, მაგრამ 20-21 ივნისის მოვლენები დაგეგმეს. რადგან მათ დანაშაული ჩაიდინეს, მათი პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა დადგეს. ასეთები კი, ორივე მხარეს იკვეთებიან. მელიას საშუალებით “ქართული ოცნების“ ბოლომდე დისკრედიტირება მოხდა. ანუ შეიძლება ბახტაძეს და კობახიძეს ფეხი მართლაც „დაუცდათ“, მაგრამ გარწმუნებთ, კონკრეტულმა ადამიანებმა ეს ყველაფერი წინასწარ „მოხარშეს“, გაამზადეს, დაგეგმეს, სისრულეში მოიყვანეს და ამ ეტაპზეც მშვიდად იკავებენ კომფორტულ სავარძლებს.

რაც შეეხება გახარიას, მისი ე.წ. ძლევამოსილობა მითია. საიდუმლო კი მისი მონობაა და დაბეზღება და მეტი არაფერი. თან ეტყობა ბევრ რამეშია გასვრილი. ერთი წელი იყო ეკონომიკის მინისტრი, მანამდე ბიზნესომბუდსმენი, ისმენდა ხალხის პრობლემებს და ერთი ინიციატივაც არ ჰქონია. ასე რომ, რაც უფრო დიდხანს დაიტოვებს გახარიას „ოცნება“, მით უფრო დისკრედიტირებული იქნება, მაგრამ იქმნება შთაბეჭდილება, რომ „ნაციონალები“ არ აძლევენ მისი გაშვების საშუალებას.

20 ინისს, გახარია და ბახტაძე ერთად ისხდნენ პარლამენტში, ჯერ ბახტაძის განცხადებამდე და შემდეგ დარბევამდე რამდენიმე წუთით ადრე. ეს ჩემი თვალით ვნახე. ასე რომ, ეს არის ტყული, რომ ვინმემ რამე არ იცის“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა