სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიას ეხმიანება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიას ეხმიანება. მისი თქმით, პირველ ეტაპზე გამოვლინდა დარღვევები, რომლის მიხედვითაც არსებობს ვარაუდი, რომ წინასწარ იყო შეთანხმებული, რომელი კანდიდატისთვის უნდა მიეცათ ხმა.

„როდესაც გავაანალიზეთ პირველი კენჭისყრის შედეგები, ჩვენ ვნახეთ, რომ არსებობს ათი ბიულეტენი, სადაც ძალიან მაღალი ალბათობა ჩანს, რომ წინასწარ იყვნენ ეს ადამიანები შეთანხმებული, კონკრეტულად რომელი კანიდატისთვის მიეცათ ხმა. ეს არის საყურადღებო ინფორმაცია და გასაუბრებების ეტაპზე, ანუ მეორე შერჩევის მეორე ეტაპზე განსაკუთრებით უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ მოხდეს არა წინასწარ შეთანხმებით, არამედ რეალურად ადამიანის კვალიფიკაციის და გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით კანდიდატების შერჩევა", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო