თამარ ხულორდავა - ჩვენ გვაქვს მკაფიო პოზიცია რუსეთის პოლიტიკური წრეების განწყობების მიმართ, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას

ჩვენ გვინდა მშვიდობიანი ურთიერთობა რუსეთთან, ამავე დროს ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული პოლიტიკური შეუთანხმებლობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

ხულორდავას განმარტებით, ანტირუსული განწყობების გაძლიერება და დაძაბულობების შემოტანა ურთერთობებში არავის აწყობს. მისივე თქმით, საჭიროა სიტუაციის ნორმალიზება, მაგრამ იმ მოცემულობის აღიარებით, რომელიც არსებობს.

„საქართველოს პოლიტიკა და მიდგომა რუსეთის მიმართ არის ძალიან ცხადი და ნათელი. ჩვენი პოლიტიკა არასდროს არ ყოფილა და არ იქნება მიმართული რუსი ხალხის მიმართ. თუ ტურისტი ჩამოდის და კანონის მოთხოვნების დაცვით ქვეყნის სიკეთეებით აღფრთოვანდება, ამაში ცუდი არაფერია. არ მახსენდება, რომ რამე მომხდარიყო ეთნიკური ნიშნით რუსების წინააღმდეგ. ეს ფაქტი უბრალოდ ექსპლუატირებულია, გამოყენებულია ამ პროცესში რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ჩვენზე ზეწოლისთვის. ჩვენ გვაქვს მკაფიო პოზიცია რუსეთის პოლიტიკური წრეების განწყობების მიმართ, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ამ საკითხზე ჩვენი პოზიცია არის მყარი, არ შეცვლილა, არის ერთიანი და ხვალაც ასე იქნება, ვიდრე რუსეთი თავის პოზიციას არ შეიცვლის. რაც შეეხება ხალხთა შორის ურთიერთობებს, ამის წინააღმდეგი ჩვენ არასდროს ვყოფილვართ“, - აცხადებს ხულორდავა.

შეგახსენებთ, ჟენევაში ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში გრიგორი კარასინმა აღნიშნა, რომ „დემონსტრაციამ, ანტირუსულმა განცხადებებმა და ლოზუნგებმა ურთიერთობების საერთო სურათი გააფუჭა“. რაც შეეხება რუსი ტურისტების საქართველოდან გაყვანის გადაწყვეტილებას, როგორც კარასინმა აღნიშნა, კრემლმა ამით თავი დაიზღვია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა