თამარ ხულორდავა - ევროპელ პარტნიორებთან ვსაუბრობთ იმაზე, როგორ მიდის ვიზალიბერალიზაციის პროცესის შესრულება

ევროპელ პარტნიორებთან ვსაუბრობთ იმაზე, როგორ მიდის ვიზალიბერალიზაციის პროცესის შესრულება, რა ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული იმისთვის, რომ თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმს საფრთხე არ შეექმნას, - ამის შესახევ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულოდავამ ჟურნალისტებს ევროკავშირის დახმარების ინსტრუმენტის "ტაიექსის" წარმომადგენლებთან შეხვდრის შემდეგ განუცხადა.

ხულორდავას თქმით, საქართველოს მოქალაქეები უკვე ორ წელზე მეტია სარგებლობენ შენგენის სივრცეში თავისუფალი მიმოსვლით, რაც ქვეყანას ევროპასთან აახლოებს.

„ჩვენ ამ მონაპოვარს ვუფრთხილდებით. ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან მუდმივად გვაქვს კონსულტაციები. ვსაუბრობთ იმაზე, როგორ მიდის ვიზალიბერალიზაციის პროცესის შესრულება, რა ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული იმისთვის, რომ თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმს საფრთხე არ შეექმნას. დღევანდელი შეხვედრაც სწორედ ამ საკითხებს ეხებოდა. ექსპერტებთან ჩვენ შევაჯამეთ და განვიხილეთ ის ცვლილებებიც, რომელიც პარლამენტმა ცოტა ხნის წინ მიიღო, რომ ამ კუთხით რამე პრობლემა არ დამდგარიყო”,-აცხადებს ხულორდავა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა