ანრი ოხანაშვილი - მზად ვართ, „ევროპულ საქართველოსთან“ კონსულტაციები გავმართოთ

ჩვენ მზად ვართ, რომ კონსულტაციები გავმართოთ „ევროპულ საქართველოსთან“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს” მიერ პარლამენტში წარდგენილ დადგენილებასთან დაკავშირებით, განუცხადა, რომელიც 20 ივნისის ღამის მოვლენებში შს მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგელობის საკითხის დაყენებას ითვალისწინებს.

ოხანაშვილის თქმით, კონსულტაციებთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს” მხრიდან შეთავაზება არ ყოფილა.

„დადგენილების პროექტს განვიხილავთ საქართველოს პარლმენტის დადგენილების შესაბამისად პროცედურების დაცვით. ჩვენ მზად ვართ, რომ კონსულტაციები გავმართოთ მათთან. აქედან გამომდინარე ამ ეტაპზე რაიმე სახის შემოთავაზება ჩემთან მიმართებაში მათი მხრიდან არ ყოფილა, თუ როდის შეგვიძლია ამ საკითხზე ვიმსჯელოთ”,-აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა