ლიბიაში მიგრანტების ბანაკზე ავიადარტყმას 40 ადამიანი ემსხვერპლა

ლიბიაში, ტრიპოლის გარეუბან ტარუჯაში მიგრანტების ბანაკზე ავიადარტყმა გახორციელდა, რის შედეგად, 40 ადამიანი დაიღუპა და 80 დაიჭრა.

ბანაკში მცხოვრებთა უმრავლესობა აფრიკის ქვეყნებიდან ევროპისკენ მიმავალი ლტოლვილები არიან. ლიბიის საერთაშორისოდ აღიარებულმა მთავრობამ ავიადარტყმაში ფელდმარშალ ხალიფა ჰაფთარის ძალები დაადანაშაულა, რომლებმაც ლიბიის დედაქალაქზე თავდასხმა აპრილში დაიწყეს.

დაღუპულების და დაჭრილების რაოდენობა ზუსტდება. ჰაფთარის არმიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მიგრანტების ბანაკზე თავდასხმა არ განუხორციელებიათ, თუმცა ორშაბათს მათ დააანონსეს რაიონის მასირებული დაბომბვა. ამ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო