ვლადიმერ კონსტანტინიდი Amnesty international-ის ანგარიშზე - გაიცა რეკომენდაციები როგორც რუსული მხარის, ასევე საოკუპაციო რეჟიმების მიმართ - დაველოდოთ, რა განმარტებებს გააკეთებენ

გაიცა რეკომენდაციები როგორც რუსული მხარის, ასევე საოკუპაციო რეჟიმების მიმართ - დაველოდოთ რა რეაქცია ექნებათ და რა განმარტებებს გააკეთებენ ამ მნიშვნელოვან დოკუმენტთან დაკავშირებით, - ამის შესახებ Amnesty international-ის ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა. მისივე თქმით, ორგანიზაციის რეკომენდაციებს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიმართაა გაცემული, მთავრობა ყურადღებით განიხილავს.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება არის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართულებით მუშაობა და საბოლოო მიზანია დეოკუპაცია. შესაბამისად, ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გვაქვს გადადგმული. მუდმივად ვაყენებთ ამ საკითხებს ჟენევის ფორმატში და რაც ნიშანდობლივია, დღეს მიმდინარეობს ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უწყებები, ჩვენი უწყება, სხვა უწყებები, მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ ამ მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანია არასახელმწიფო სექტორის, განსაკუთრებით ისეთი ავტორიტეული ორგანიზაციების დასკვნები, როგორიც არის amnesty international, მათი თანამშრომლობა, მათი ძალისხმევა ამ მიმართულებით და მათი აქტიურობა. მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდულია ადგილზე ეფექტური წვდომა, ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ასეთი ხასიათის დოკუმენტების გამოქვეყნება და ის რეკომენდაციები, რომელიც გასცა ამ ორგანიზაციამ. გაიცა რეკომენდაციები, როგორც რუსული მხარის, ასევე საოკუპაციო რეჟიმების მიმართ. მოლოდინები, რომ ისინი ზედმიწვენით შეასრულებენ რეკომენდაციებს, არ არის, მაგრამ დაველოდოთ რა რეაქცია ექნებათ და რა განმარტებებს გააკეთებენ ამ მნიშვნელოვან დოკუმენტთან დაკავშირებით", -განაცხადა კონსტანტინიდმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა