ომბუდსმენი Amnesty International-ის ანგარიშზე - საქართველოს არ აქვს იმაზე ძლიერი ბერკეტი, ვიდრე საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა და საერთაშორისო ძალისხმევით რუსეთზე ზეწოლა

ორმაგად მნიშვნელოვანია, როდესაც ამ საკითხებზე საუბრობს საერთაშორისო რეპუტაციის მქონე და აღიარების მქონე ორგანიზაცია, ის იქნება მნიშვნელოვანი წყარო საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ Amnesty International-ის ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ოკუპირებულ და გამყოფ ხაზთან მდებარე ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით ვითარება წლიდან წლამდე რთულდება.

„განსაკუთრებით „ბორდერიზაციის“ პროცესი ძალიან მძიმედ აისახა იქ მცხოვრები ადამიანების უფლებებზე. ყველა ის საკითხი, რაზეც საუბრობს დღევანდელი ანგარიში, ასახულია სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში, ჩვენ გავუწიეთ მათ დახმარება ამ კვლევის მომზადებაში, თუმცა ორმაგად მნიშვნელოვანია, როდესაც ამ საკითხებზე საუბრობს საერთაშორისო რეპუტაციის მქონე და აღიარების მქონე ორგანიზაცია, ის იქნება მნიშვნელოვანი წყარო საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და კიდევ ერთხელ აქცევს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას ქვეშ იმ ძალიან მწვავე ადამიანის უფლებათა პრობლემებს, რაც არის ამ რეგიონში",- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მან ასევე განმარტა, რა მნიშვნელობა აქვს მსგავსი სახის კვლევებსა და დასკვნებს. ომბუდსმენის თქმით, სხვა უფრო ძლიერი მექანიზმი და ბერკეტი რუსეთზე ზეწოლის საქართველოს არ გააჩნია.

„ძალიან რთულია მნიშვნელოვან ცვლილებებსა და პროგრესზე საუბარი, მაგრამ ამ ვითარებაში, როდესაც ამ ტერიტორიებზე არ აქვს წვდომა არც ქართულ მხარეს და არც საერთაშორისო თანამეგობრობას, ძალიან მნიშვენლოვანია განხორციელდეს ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე და ამიტომ, ასეთი საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები არის გარკვეულწილად ბერკეტი, რომ კიდევ ერთხელ მოხდეს განმეორება, თუ რა ხდება ამ ტერიტორიებზე. ამიტომ, ასეთი საერთაშორისო დასკვნები შეახსენებს მათ, რომ ყველას აქვს ვალდებულება დაიცვას ადამიანის უფლებები.

სამწუხაროდ, საქართველოს არ აქვს იმაზე ძლიერი ბერკეტი, ვიდრე ეს არის საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა და საერთაშორისო ძალისხმევით ზეწოლა სხვადასხვა ბერკეტით რუსეთის ფედერაციაზე. ასეთი კვლევების უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც ასეთ კვლევებში ხვდება ეს საკითხები, ის იქცევა მნიშვნელოვან ინფორმაციულ წყაროდ ისეთი ორგანიზაციებისათვის, როგორიც არის გაერო, ევროკავშირი, ევროსაბჭო, ასევე საერთაშორისო სასამართლოებისთვისაც არის მნიშვნელოვანი წყარო. ამიტომ, ამ მიმართულებით ნებისმიერი კვლევა თუ ანგარიში ჩვენთვის არის კიდევ ერთი დამატებითი ბერკეტი საერთაშორისო ფორმატებში მოვითხოვოთ ჩვენი მოქლაქეების უფლებების დაცვა", -განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო