თბილისის მერია დარეჯანის სასახლის რეაბილიტაციას იწყებს

თბილისის მერია დარეჯანის სასახლის რეაბილიტაციას იწყებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ამ პროექტის განხორციელებას, სავარაუდოდ, 16 თვე დასჭირდება, ხოლო მისი ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტი იქნება.

„რამდენიმე დღეა დარეჯანის სასახლის რეაბილიტაცია დავიწყეთ. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ძეგლის სტატუსის მქონეა. ამიტომაც მისი გალამაზება და მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ პროექტის განხორციელებას ჯამში, სავარაუდოდ, 16 თვე დასჭირდება და მისი სავარაუდო ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია. ამ პროექტის ფარგლებში მოხდება ეზოს ტერიტორიის კეთილმოწყობა, რეაბილიტირდება ერეკლე მეფის აბანო და გალავანი. გარდა ამისა, განხორციელდება ფერიცვალების ეკლესიის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები, რომელიც, დაახლოებით, 52 ათასი ლარი ჯდება. მწვანე სივრცე მთლიანად იქნება გალამაზებული და ამის შემდეგ კიდევ ერთი სივრცე შეიქმნება ქალაქის ცენტრში, ისტორიულ ზონაში,"- განაცხადა კახა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს