ოპოზიციური პარტიები არჩილ თალაკვაძეს მიმართავენ

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს მიმართავენ, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში შემავალი პარტიების რაოდენობა გაიზარდოს.

როგორც გავრცელებულ მიმართვაშია აღნიშნული, ცვლილების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც მმართველმა პარტიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების მზაობა გამოთქვა.

„ინტერპრესნიუსი“ ოპოზიციური პარტიების მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

„ამა წლის 13 ივნისს, საქართველოს პარლამენტის იმდროინდელი თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, საარჩევნო კანონდმებლობის რეფორმირების საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

აღნიშნულ შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სამუშაო ჯგუფის პარტიული მონაწილეები განისაზღვრა მმართველი გუნდის მიერ იმ გათვლით, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ მოწვეულ პარტიებს გააჩნდათ “ბარიერის გადალახვის თეორიული შანსიც კი”. აღნიშნული პარტიები, როგორც თქვენთვის ცნობილია, მოიცავს საპარლამენტო (ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, პატრიოტთა ალიანსი), ისევე როგორც არასაპარლამენტო პარტიებს (ლეიბორისტული პარტია, დემოკრატიული მოძრაობა - გაერთიანებული საქართველო, თავისუფალი საქართველო, ლეიბორისტული პარტია).

მივიჩნევთ, რომ ხელისუფლების მიერ პროპორციული საპარლამენტო არჩევნების 2020 წელს დაანონსება უბარიერო/ბუნებრივი ბარიერის პირობებში აუცილებელს ხდის მონაწილე პარტიათა ჩამონათვალის გადახედვას, სწორედ იმ ლოგიკიდან გამომდინარე, რისი არტიკულაციაც მოახდინა ზემოხსენებულ შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ. იმის გათვალისწინებით, რომ მმართველმა პარტიამ პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა და ფორმალური პრეზენტაციის სახით წარადგინა საკანონდმებლო ინიციატივა, რომელიც მოიცავს ბუნებრივ ბარიერს და ამით დააფიქსირა საკუთარი მოლოდინი, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული წესით ბუნებრივი ბარიერის პირობებში, არსებითად იზრდება იმ პარტიათა ჩამონათვალი, რომლებიც უნდა შევიდეს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში. შესაბამისად, მივიჩნევთ, რომ, აუცილებელია, მოხდეს აღნიშნული სამუშაო ჯგუფის მონაწილეთა გაფართოვება რათა უზრუნველყოფილ იქნას ჯგუფის ინკლუზიურობა მომდევნო შეხვედრამდე (8-10 ივლისი).

ველით თქვენს გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უმოკლეს ვადაში,“ - ნათქვამია მიმართვაში.

ხელმომწერი პარტიები არიან: „ახალი მემარჯვენეები“, „ახალი საქართველო“, „ახალი ქრისტიან-დემოკრატიული პარტია“, „ევროპელი დემოკრატები“, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ემსახურე საქართველოს“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „თავისუფალი დემოკრატები“, „კანონი და სამართალი“, „რესპუბლიკური პარტია“, „სამოქალაქო ალიანსი“, „სახელმწიფო ხალხისთვის“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, „ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა