სოფო კილაძე - რუს ტურისტებს საქართველოში საფრთხე არასდროს შექმნიათ

რუს ტურისტებს საქართველოში საფრთხე არასდროს შექმნიათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

კილაძის თქმით, ერთია თუ რას აკეთებს რუსეთის სახელმწიფო საქართველოსთან მიმართებაში, რაც არის ოკუპირებული ტერიტორიები, ათასობით დევნილი ადამიანი საკუთარ სამშობლოში, დახოცილი და ნაწამები ადამიანები, რაც რუსეთის სახელმწიფოს და პოლიტიკოსების სინდისზეა და მეორე - რუსი ხალხი, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან.

"შემთხვევა არ მახსენდება, როდესაც ეთნიკური ნიშნით გაუსწორდნენ მათ. ჩვენ ვართ ტოლერანტული ერი და თუ ვინმე რამეს არ გვიშავებს და კონკრეტულ დანაშაულს არ ჩადის, ჩვენთან ყველა ადამიანს, მათ შორის ტურისტებს შეუძლიათ თავისუფლად შემოსვლა და არავითარი საფრთხე არ ემუქრებათ. არ ვიცი რას ემსახურება ეს განცხადება . ალბათ, ამაზე მას თავად უნდა ჰკითხოთ", - აცხადებს კილაძე.

შეგახსენებთ, გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსი ტურისტების საქართველოდან გაყვანის გადაწყვეტილებით კრემლმა „თავი დაიზღვია“.

„ჩვენ არ შეგვიძლია რისკის ქვეშ დავაყენოთ ჩვენი მოქალაქეები. მათ სურთ იყვნენ ტურისტები, თუმცა ღმერთმა არ ქნას რამე მოხდეს. ყველა ხელს გაიშვერს რუსეთის ხელისუფლების მისამართით, რომ ჩვენ ვერ შევძელით გაგვეთვალისწინებინა ასეთი ნეგატიური მოულოდნელობები. ჩვენ თავი დავიზღვიეთ. რა იქნება შემდეგ, მომავალში ვნახავთ“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო