კახა კალაძე 20 ივნისის მოვლენებზე - სრული პასუხისმგებლობა ეკისრება უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც ახალგაზრდებს უბიძგებდნენ, შტურმით აეღოთ პარლამენტის შენობა

იმ კონკრეტულ ღამეს განხორციელებულ მოვლენებზე სრული პასუხისმგევლობა ეკისრება უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ლიდერებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ ცდილობს მმართველი გუნდი, რომ მთელი პასუხისმგებლობა დააკისროს სპეცრაზმს, კახა კალაძემ უპასუხა, რომ პოლიციის ქმედებებთან დაკავშირებით შს მინისტრმა ამომწურავად ისაუბრა, როდესაც ჟურნალისტებთან ჰქონდა შეხვედრა.

"რაც შეეხება იმ კონკრეტულ ღამეს განხორციელებულ მოვლენებს, სრული პასუხისმგენლობა ეკისრება უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს მოუწოდებდნენ, უბიძგებდნენ იმისკენ, რომ შტურმით აეღოთ პარლამენტის შენობა.

აქცია მიმდინარეობდა მშვიდობიანად, ყველანაირი ექსცესების გარეშე, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა ისე, როგორც გუშინ, გუშინწინ მიმდინარე აქცია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ოპოზიცია, ხელისუფლება და რიგითი მოქალაქეები შეთანხმდნენ, რომ შტურმით პარლამენტის აღება და პოლიციელებზე თავდასხმა მიუღებელია

"კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში დაცულია. ყველას შეუძლია, თავისი მოსაზრებები გააჟღეროს, ყველას აქვს უფლება აქცია მოაწყოს, გამოვიდეს დააფიქსიროს ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხზე თავიანთი მოსაზრება. ეს პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ის, რაც ჩვენ ვნახეთ, შტურმით აღების მცდელობა, გადატრიალების და ხელისუფლების დამხობის მცდელობა, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი."- განაცხადა კახა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო