მორაგბე საბა ილურიძე, რომელსაც თბილისის აქციების სოლიდარობისთვის რუსეთში კონტრაქტი შეუწყვიტეს - გვითხრეს, რომ ეს რუსეთის შეურაცხყოფა იყო

გვითხრეს, რომ ეს რუსეთის შეურაცხყოფა იყო, - ამის შესახებ ქართველმა მორაგბემ განაცხადა, რომელსაც რუსეთში თბილისის აქციების სოლიდარობის გამოხატვისთვის კონტრაქტი შეუწყვიტეს.

მოსკოვის "სლავას" უკვე ყოფილმა მორაგბე საბა ილურიძემ Sportall.ge-სთან კლუბის გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა.

"ჩვენ სოლიდარობა გამოვხატეთ თბილისში მომხდარი ამბების გამო დაშავებული ხალხის მიმართ, მათ კი ლელოს აღნიშვნის ჟესტი მიიღეს პოლიტიკური ნიშნით შეურაცხყოფად და მე და რეზი ბროძელი ჩემპიონატიდან მოგვხსნეს. გვითხრეს, რომ ეს რუსეთის შეურაცხყოფა იყო. საქართველოში თამაში მინდა, ჩივილს არ ვაპირებ. გუნდში სხვა ქართველებიც არიან და არავის უხარია, რაც ხდება", - განაცხადა საბა ილურიძემ.

რუსეთში მოასპარეზე ორ ქართველ მორაგბეს კლუბმა „სლავამ“ კონტრაქტი შეუწყვიტა. რუსეთის ჩემპიონატში მოასპარეზე "სლავამ" რეზი ბროძელი და საბა ილურიძე გუნდიდან მას შემდეგ გაუშვა, რაც მათ ლელოს დადება თვალზე ხელაფარებულებმა აღნიშნეს. ამ ფორმით მორაგბეებმა საქართველოში 20 ივნისს განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს და ამ ფორმით გამოხატეს სოლიდარობა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო