„პატრიოტთა ალიანსი“ 7 ივლისს, სპორტის სასახლეში შეკრებას აანონსებს

„პატრიოტთა ალიანსი“ 7 ივლისს, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სპორტის სასახლეში შეკრებას აანონსებს. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.

„ერთად მოვითხოვოთ სააკაშვილ-ბოკერიას დამნაშავე რეჟიმის გასამართლება და დასჯა, ერთად მოვითხოვოთ დავით გარეჯის დაცვა, ერთად მოვითხოვოთ საოჯახო ბიზნესის შექმნა, ერთად დავიცვათ საქართველო, შევასრულოთ ჩვენი ქართული მოვალეობა“,- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „პატრიოტთა ალიანსი“ ავრცელებს.

ამასთან, პატრიოტთა ალიანსი 20 ივნისის მოვლენებს ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ქართულმა ოცნებამ“ და გიგა ბოკერიას გუნდმა ერთად დადგეს გავრილოვის სპექტაკლი-პროვოკაცია“.

„ქართულმა ოცნებამ“ შეიყვანა რუსი დეპუტატი პარლამენტში და განზრახ დასვა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, ხოლო ბოკერიას ხალხი წინა დღეს დაბეჭდილი პლაკატებით შემოვარდა დარბაზში და გააძევა გავრილოვი. პლაკატები წინა დღეს დაბეჭდეს, რადგან ყველაფერი იცოდნენ და მოლაპარაკებულნი იყვნენ „ქართულ ოცნებასთან“. პირველ ივლისს ირმა ინაშვილი რუსეთის პარლამენტის თავმჯდომარეს უნდა შეხვედროდა და უნდა გაუქმებულიყო ვიზები. ორ ივლისს ირმა ინაშვილი სოხუმისა და ცხინვალის ხელმძღვანელობას უნდა შეხვედროდა. გავრილოვის პროვოკაციამ ეს შეხვედრები ჩაშალა. სწორედ ამიტომ დაიდგა ეს სპექტაკლი. გავრილოვის სპექტაკლით ისარგებლა სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დესტაბილიზაცია სცადა და მოახერხა კიდეც. „ქართულ ოცნებას“ და ბოკერიას პროცესები ხელიდან გაექცა, კონტროლი დაკარგეს და რეზინის ტყვიებმა სრულიად უდანაშაულო ხალხი სამუდამოდ დააზიანა“,- ნათქვამია განცხადებაში.

„პატრიოტთა ალიანსში“ მოითხოვს, „ქართულმა ოცნებამ“ დატოვოს ხელისუფლება, ბოკერიები და სააკაშვილები დაისაჯონ“.

„ამავდროულად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთელი საქართველოს მობილიზაცია გამოაცხადა და ჯამში 3500 კაცზე ნაკლები შეკრიბა. კახეთიდან, მაგალითად, 43 კაცი ჩამოიყვანა, იმერეთიდან კი - 18, ამავე დღეს, ზუგდიდში ჩვენს აქციაზე დაახლოებით 12 000 კაცი მონაწილეობდა. ისმის კითხვა: სადაა ნაციონალური მოძრაობის 800 000 მხარდამჭერი? ცხადია, რომ არჩევნებიც „ქართული ოცნების“ დადგმული სპექტაკლია.

„ქართულ ოცნებას“, ბოკერიას ჯგუფს და „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდათ, რომ უარი ვთქვათ სოხუმზეც, ცხინვალზეც და დავით გარეჯზეც.

ჩვენ არ ვამბობთ უარს არც სოხუმზე, არც ცხინვალზე და არც დავით გარეჯზე!

„ქართული ოცნების“, ბოკერიასა და ნაციონალური მოძრაობის თამაშები გამოიწვევს ახალ ომს რუსეთთან. ჩვენ არ გვინდა ახალი ომი, ჩვენ გვინდა სამხედრო მიუმხრობლობა, რაც მოგვიტანს მშვიდობას! „ქართული ოცნება“ დღითიდღე გვაღატაკებს. ჩვენ გვინდა თითოეული ოჯახის გამდიდრება, ჩვენ გვინდა თითოეულ ოჯახს ჰქონდეს საკუთარი ბიზნესი“,- ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო