საპროტესტო მსვლელობის ერთ-ერთი მონაწილე - გახარია დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს და ივანიშვილმა ხალხის ხმა უნდა გაიგოს

გახარია დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს და ივანიშვილმა ხალხის ხმა უნდა გაიგოს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან საპროტესტო მსვლელობის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომეო ფარულავამ განუცხადა.

როგორც ის აცხადებს, აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილისგან ითხოვენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია გადააყენოს.

„დღევანდელი მსვლელობით ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ მოვითხოვთ ბიძინა ივანიშვილისგან, რომ გაუშვას გიორგი გახარია. ის გახარია, რომელიც არის ერთ-ერთი შემოქმედი ე.წ. გავრილოვის ღამის. ის გახარია, რომელმაც ჩვენს ახალგაზრდებს ტყვიები ესროლა და დაასახიჩრა.

გახარია დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს და ივანიშვილმა ხალხის ხმა უნდა გაიგოს. ხალხი უკვე 14 დღეა, სისხლიანი გახარიას გადადგომას ითხოვს“, - განაცხადა რომეო ფარულავამ.

მსვლელობის კიდევ ერთი მონაწილე, დავით ლაგვილავა აცხადებს, რომ მთელი საქართველო აპროტესტებს იმ ძალადობას, „რომელიც 20 ივნისს მოხდა და მოითხოვს გახარიას გადადგომას, რომელიც მოძალადეა და უკანონო ბრძანებებს გასცემს“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს