სახალხო დამცველი მომავალ კვირაში გეგმავს გაასაჯაროოს შეხედულებები, რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიება

სახალხო დამცველი მომავალ კვირაში გეგმავს გაასაჯაროოს შეხედულებები, თუ რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიება, რამდენად სწორია ტემპი და საგამოძიებო მოქმედებები, რაც უკვე ჩატარდა. ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ ვაპირებთ, რომ გარკვეული პერიოდულობით ჩვენი შეხედულებები, თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიებები - შევაჯამოთ. ალბათ, მომავალ კვირში ჩვენ უკვე გვექნება პირველადი წარმოდგენები და შეხედულებები, რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს გამოძიება, რამდენად სწორია ის ტემპი და ის საგამოძიებო მოქმედებები, რასაც ვხედავთ, რომ ჩატარდა. ამ საკითხზე ჩვენ უკვე მოვიწვევთ ჩვენი საკონსულტაციო საბჭოს პირველ სხდომას და საზოგადოებას და მედიას წარვუდგენთ საბჭოს შემადგენლობას, რომელიც უახლოეს დღეებში დამტკიცდება და რა თქმა უნდა, ჩვენ პირველად მოსაზრებებს განვიხილავთ სწორედ საზოგადოებასთან“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

მისივე ინფორმაციით, ომბუდსმენის აპარატის მიზანია, არა მხოლოდ ცალკეული გადაცდომების შესწავლა, არამედ განსაზღვრა, ხომ არ ჰქონდა 20-21 ივნისს აქციის მართვის სისტემურ გადაცდომას ადგილი.

„ჩვენ დავინტერესდებით არამარტო ინდივიდუალური შემთხვევების გამოძიებით, არამედ, ასევე თუ რას აკეთებს პროკურატურა იმისათვის, რომ გამოიკვეთოს, ხომ არ იყო მათ შორის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაცემული უკანონო ბრძანებები, ან რატომ ვერ განხორციელდა სათანადო კონტროლი იმაზე, როგორ იქცეოდნენ იქ ცალკეული პოლიციელები. არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს არავის ის გარემოება, რომ მისი თანამშრომლები არღვევდნენ ადამიანის უფლებებს, იმიტომ, რომ ისეთ უწყებაში, როგორიც არის შსს, ყველას ჰყავს შესაბამისი ზედამხედველი პირი და აქციის დაშლის დროსაც უნდა ყოფილიყო შესაბამისი ზედამხედველობა და კონტროლი, იმაზე, რომ თუკი ჰქონდა ადგილი რაღაცა გადაცდომებს, ეს დროულად აღკვეთილიყო და მისცემოდა შესაბამისი დავალებები სპეცრაზმს, თუ როგორ უნდა დაეშალა აქცია“, - განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის თქმით, დროთა განმავლობაში მინისტრები იცვლებიან, იცვლება ხელისუფლებაც, თუმცა უნდა დარჩეს გამართული სისტემა იმისათვის, რომ თუ მომავალში საჭირო იქნება აქციის დაშლა, დრამატული შედეგები აღარ იყოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა