პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციურ პარტიებს პასუხობს და მზადაა, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების პროცესში პოლიტიკური პარტიების ჩართულობა გაიზარდოს

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციური პარტიების მიმართვას პასუხობს. როგორც თალაკვაძის საპასუხო განცხადებაშია ნათქვამი, მათი სურვილია, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების პროცესში პოლიტიკური პარტიების ჩართულობა გაიზარდოს.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მმართველმა გუნდმა, დავარეგისტრირეთ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული საარჩევნო სისტემით, ე.წ. ბუნებრივი (ნულოვანი) ბარიერის პირობებში. აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე შევთავაზეთ ოპოზიციას დიალოგი და თანამშრომლობა.

ასევე, ცნობილია, რომ პარალელურ რეჟიმში შექმნილია ჯგუფი, რომელიც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების გათვალისწინებით, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე მუშაობს. ამ ჯგუფის საქმიანობაში ჩართულია ხელისუფლება, სამოქალაქო საზოგადოება, საერთაშორისო პარტნიორები, საპარლამენტო ოპოზიცია და არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთი ნაწილი.

პირველ რიგში, ხელისუფლების ინტერესია, რომ საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა იყოს რაც შეიძლება ფართო შეთანხმების საგანი და ყველა ოპოზიციურ პარტიას მიეცეს არჩევნებში თანაბარ პირობებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ამას მკაფიოდ ადასტურებს ჩვენი გადაწყვეტილებაც პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარების თაობაზე.

ამ ახალი მოცემულობიდან გამომდინარე, ჩვენი სურვილია, რომ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების პროცესში პოლიტიკური პარტიების ჩართულობა გაიზარდოს. ამ მიზნით, 8-10 ივლისის შეხვედრის შემდეგ, ჩვენ კიდევ ერთ შეხვედრას ჩავატარებთ ოპოზიციური პარტიების გაფართოებული შემადგენლობით“, - ნათქვამია არჩილ თალაკვაძის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს დღეს მიმართეს, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში შემავალი პარტიების რაოდენობა გაზრდილიყო.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა