რამაზ საყვარელიძე - როცა აქციას კონკრეტული შედეგი არ მოაქვს, ის მიზიდულობის ძალას კარგავს

დიდი შანსია, რომ აქციებმა პოლიტიკური ფუნქცია დაკარგოს, ეს ეხება გახარიას გადადგომას, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ მიმდინარე აქციებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, როცა აქციას კონკრეტული შედეგი არ მოაქვს, ის მიზიდულობის ძალას კარგავს.

„რა თქმა უნდა, როცა ხალხის რაოდენობა მცირდება, ეს ყოველთვის ასუსტებს აქციას. თან როცა დროში ძალიან ხანგრძლივი ხდება აქცია, სუსტდება. გახსოვთ, რამდენი ხანი იყო კარვების ქალაქი რუსთაველის პროსპექტზე და მერე ისე დაიშალა, არავის დაურბევია. ახლა ფორმებს ეძებს აქცია. ხან სანახაობას აწყობენ, ხან სიტყვით გამოდიან, მაგრამ თუკი აქცია შედეგიანი დიდხანს არ არის, ის ნელ-ნელა კარგავს მიზიდულობის ძალას ხალხისთვის,“ - განაცხადა პოლიტოლოგმა.

რამაზ საყვარელიძის განმარტებითვე, აღნიშნულ აქციაზე წარმოდგენილნი არიან ესა თუ ის პოლიტიკური ფიგურები, რის გამოც მუხტი ეცემა. არგუმენტად პოლიტოლოგმა სარალიძის აქციები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ გამოჩენამ აქციის მონაწილეთა რაოდენობა შეამცირა.

„უცხოელებმაც გვითხრეს, რომ საკითხი ვინ უნდა გადადგეს, ვინ რა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, შეიძლება მას შემდეგ დადგეს, რაც გამოძიების შედეგები იქნება. აქცია ითხოვს დღესვე ამ შედეგს. პრინციპში, უცხოელების თვალითაც კი არ არის ეს აქცია გამართლებული. უნდა დაელოდნონ გამოძიებას. თუ არ დაელოდებიან და მაინც მოითხოვენ, უბრალოდ არ გადადგება გახარია და იქნებიან ქუჩაში,“ - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ამასთან, მისი თქმით, არც სხვა პოლიტიკურ პარტიებს აქვთ ისეთი რეიტინგი, რომ აქციას ახალი სული შთაბერონ.

გიორგი გაჩეჩილაძის მიერ მოწყობილი კარვების ქალაქი რამდენიმე თვე გრძელდებოდა. უბრალოდ სააკაშვილმა მაშინ გადაწყვიტა, ყურადღება არ მიექცია. ამდენად პოლიტიკური შედეგი ამხელა ამბიციას, რომ მთელი პროსპექტი დაკავებულიყო, არ ჰქონდა. აი, ამ უშედეგობამ აქცია ჩააქრო. სავარაუდოა, რომ ადამიანთა ბუნება ასე მცირე დროში არ შეიცვლებოდა,“ - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა