აშშ კვლავ აპირებს დაუწესოს თურქეთს სანქციები, თუ თურქეთი რუსულ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემას შეიძენს

აშშ კვლავ აპირებს დაუწესოს თურქეთს სანქციები და გარიცხოს „ეფ35“-ის პროგრამიდან, თუ თურქეთი რუსულ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემას „ეს 400“ შეიძენს. ამის შესახებ აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა სააგენტო „როიტერსს“ განუცხადეს.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ თურქეთი რუსულ სისტემას ყიდულობს და ამისთვის აშშ მას არანაირ სანქციებს არ დაუწესებს. ერდოღანმა დაიმოწმა აშშ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ორმხრივი შეხვედრა ოსაკაში. თუმცა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და პენტაგონის წარმომადგენლები ოფიციალურად აცხადებენ, რომ მათ გეგმებში არაფერი შეცვლილა.

„აშშ თანმიმდევრულად და მკაფიოდ აცხადებს, რომ თურქეთი შეეჯახება ძალიან რეალურ და ნეგატიურ შედეგებს, თუ ის გააგრძელებს „ეს 400“-ის შეძენას. ეს მოიცავს „ეფ 35“-ის წარმოების პროგრამიდან გარიცხვას და ამ თვითმფრინავების შეძენის კონტრაქტის გაუქმებას. თურქეთის მიმართ დაწესდება აგრეთვე სანქციები, რაც განკუთვნილია ამერიკის მოწინააღმდეგეებისთვის, სანქციების შესახებ არსებული კანონის (CAATSA) ჩარჩოებში“, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა