Amnesty international ევროკავშირს მოუწოდებს, მოსთხოვოს რუსეთს, დაუშვას ევროკავშირის სამდაკვირვებლო მისია ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში

Amnesty international ევროკავშირს მოუწოდებს, მოსთხოვოს რუსეთის ფედერაციას, დაუშვას ევროკავშირის სამდაკვირვებლო მისია (EUMM) ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა/ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში. ამის შესახებ ორგანიზიაციის კვლევაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოში „ბორდერიზაციით“ გამოწვეული ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს ეხება. რეკომენდაციების იმ ნაწილში, რომელიც უშუალოდ ევროკავშირს ეხება, ნათქვამია, რომ ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა საქართველოში.

„საერთაშორისო ამნისტია“ საერთაშორისო თანამეგობრობას, მათ შორის ევროკავშირს, გაეროს, ევროსაბჭოს და ეუთოს მოუწოდებს: გამონახოს ყველა შესაძლებლობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული ადამიანის უფლებათა მდგომარეობის ეფექტური მონიტორინგისთვის, მათ შორის მათ ხელთ არსებული ექსპერტიზითა და სხვა რესურსებით წვლილი შეიტანონ ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის საერთაშორისო მონიტორინგის ჩასატარებლად და ადამიანის უფლებათა დარღვევების აღსარიცხავად და გამოსაძიებლად.

გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რათა რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებებთან - ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში - გადაიჭრას „ბორდერიზაციითა“ და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მონიტორინგის არარსებობით გამოწვეული ადამიანის უფლებათა დარღვევები“ , - ნათქვამია დასკვნაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა