გია ვოლსკი - დარჩებიან თუ არა რომან კაკულია და მარიამ ჯაში კომიტეტის თავმჯდომარეებად, ამაზე გუნდი იმსჯელებს

დარჩებიან თუ არა რომან კაკულია და მარიამ ჯაში კომიტეტის თავმჯდომარეებად, ამაზე გუნდი იმსჯელებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

„მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენმა კოლეგებმა მთავარი ვერ გაიგეს, რომ საუბარი პარლამენტის წევრის დაპატიმრებაზე არ იყო, არამედ საუბარი იმაზე იყო, რომ პარლამენტის წევრის უფლებები გაეთანაბრებინათ ჩვეულებრივი მოქალაქის უფლებებთან, რომლის მიმართაც პროკურატურას შეიძლება ჰქონდა პრეტენზიები და მითუმეტეს მიმართავდეს სასამართლოს. სასამართლო გადაწყვეტს საკითხს და არა პარლამენტი. ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს გაცილებით მეტი დაფიქრება მართებს ჩვენი კოლეგა იქნება თუ სხვა”,-აცხადებს ვოლსკი.

კითხვაზე იქნებიან, თუ არა პარლამენტში თანამდებობებზე ისინი წლის განმავლობაში, ვოლკსი პასუხობს: „ვნახოთ”.

„ეს მათი გადასაწყვეტი არ არის, ამაზე გუნდმა უნდა იმსჯელოს. არ შეიძლება ასეთი საკითხები უყურადღებოდ დარჩეს. მე ამ ადამიანების მიმართ მაქვს გარკვეული პრეტენზიები, თუმცა ასეთი საკითხი უფრო სერიოზულად უნდა იყოს განხილული“, -განაცხადა გია ვოლსკიმ.

მარიამ ჯაში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეა, ხოლო რომან კაკულია - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს მხარი დაუჭირა. აღნიშნული დადგენილება 26 ივნისს პლენარულ სხდომაზე 91 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ მიიღეს. ამით ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდა. თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატს, მათ შორის რომან კაკულიას, მარიამ ჯაშს და ბიძინა გეგიძეს. ამასთან, მარიამ ჯაშს და ბიძინა გეგიძეს არც რეგისტრაცია გაუვლიათ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა