ნათია თურნავა ქუთაისსა და იმერეთის მხარეში მცირე სასტუმროებისა და საოჯახო სასტუმრო სახლების მესაკუთრეებს ხვდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. ნათია თურნავა ამჯერად ქუთაისსა და იმერეთის მხარეში მცირე სასტუმროებისა და საოჯახო სასტუმრო სახლების მესაკუთრეებს ხვდება. მინისტრისა და ბიზნესის შეხვედრა ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში მიმდინარეობს. მინისტრისა და ბიზნესსექტორის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველოს ტურისტულ სექტორში არსებული გამოწვევების ფონზე კერძო სექტორის, მათ შორის მცირე სასტუმროების მფლობელებს უკვე რამდენჯერმე, თბილისსა და აჭარაში შეხვდა და მათგან პირადად მოისმინა არსებული სიტუაციის შეფასება, თუ როგორ აისახა რუსეთის მხრიდან ფრენების აკრძალვა ტურისტულ ნაკადებსა და შესაბამისად, მათ საქმიანობაზე.

ასევე, სამინისტროს ინფორმაციით, ნათია თურნავა პირადად ეცნობა კერძო სექტორის ხედვას, სახელმწიფომ რა დახმარება და მხარდაჭერა შეიძლება გაუწიოს მათ, არსებული სიძნელეების დაძლევის პროცესში. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბიზნესსექტორთან პირადი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია საერთო სურათის შეფასებისა და არსებული გამოწვევების დარეგულირების გეგმის დასახვის პროცესში. ნათია თურნავას ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრო კვირის ბოლოს საზოაგადოებას ტურიზმის სექტორში არსებული პრობლემების დაძლევის საკუთარ პროგრამას გააცნობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო