სოფიო ქაცარავას ინიციატივით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს შესახებ კიდევ ერთი რეზოლუცია დარეგისტრირდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ეუთოს- საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ასამბლეის ძირითად სამუშაო თემას წარმოადგენს „უსაფრთხოების განმტკიცება მდგრადი განვითარების ხელშეწყობის გზით“.

სოფიო ქაცარავა ასამბლეაზე წარადგენს რეზოლუციის პროექტს: “უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში“, რომელშიც ასახულია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული მძიმე ვითარება, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის: “რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიით“ გათვალისწინებულ დამნაშავე პირებთან მიმართებით სამართლის აღსრულების ხელშეწყობა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების მიმართ ეთნიკური დისკრიმინაცია და არაადამიანური მოპყრობა, იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელ ადგილებზე ღირსეული დაბრუნება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მექანიზმის დაშვების აუცილებლობა, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ხელშეწყობა და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის და ინიციატივის: “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მტკიცე მხარდაჭერა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

სოფიო ქაცარავას განცხადებით, ის ასამბლეის ყველა ფორმატს გამოიყენებს, რათა ენგურის გადასასვლელზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული შეზღუდვების საკითხი დააყენოს.

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ჩვენი ხმა ყოველთვის სათანადოდ ისმის. ამჯერად ჩვენ კვლავ წარვადგენთ რეზოლუციის პროექტს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების შესახებ. ასევე, გამოვიყენებ ასამბლეის ყველა ფორმატს, რომ დავაყენო საოკუპაციო რეჟიმის მიერ ენგურის გადასასვლელზე შეზღუდვების დაწესების საკითხი, რომლის შესახებაც მოვუწოდებ რუსეთის ფედერაციას, გამოიჩინოს კონსტრუქციულობა და შეწყვიტოს ისეთი ქმედებები, რაც ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ამძიმებს ადგილზე არსებულ ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას," - აცხადებს სოფიო ქაცარავა.

ასამბლეის ფორმატში დელეგაცია ასევე გამართავს 100 წლის პარლამენტარიზმისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომლის მომხსენებლებიც არიან დელეგაციის ხელმძღვანელი სოფიო ქაცარავა, ეუთოს-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი, გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელი დორის ბარნეტი და ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელი მარკ პრიჩარდი.

ეუთოს-ს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში საქართველოს პარლამენტიდან ასევე მონაწილეობას მიიღებენ პარლამენტის წევრები: ირაკლი ბერაია და ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს