„საპენსიო სააგენტო“ - საპენსიო ფონდში 265 მილიონ ლარამდე თანხაა აკუმულირებული, რომელსაც სარგებლის სახით 3 მილიონ ლარზე მეტი დაერიცხა

ამ დროისათვის, საპენსიო ფონდში აკუმულირებულია 265 მილიონამდე ლარი, რომელსაც სარგებელის სახით 3 მილიონ 229-ზე მეტი ლარი დაერიცხა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საპენსიო სააგენტოში“ განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, საპენსიო სქემაში ჩართულია 53 940 ორგანიზაცია და დასაქმებულ ადამიანთა, პრაქტიკულად 100%. ამასთან, მათივე ცნობით, საპენსიო სქემიდან გასვლის მსურველთა რაოდენობა მცირდება.

„იანვრიდან დარეგისტრირდა 828 ათასზე მეტი მოქალაქე. საპენსიო სქემიდან გასვლის უფლებით ისარგებლა დასაქმებულთა დაახლოებით 13-მა პროცენტმა. გააუქმა სქემიდან გასვლის განცხადება და კვლავ განაგრძო პენსიის დაგროვება ასობით დასაქმებულმა.

მოქალაქეთა მომართვიანობამ საპენსიო სქემიდან გასვლასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად იკლო და ვიმედოვნებთ, რომ ინფორმირებულობის კვალდაკვალ, სქემიდან გასული დასაქმებულებიც კვლავ ჩაერთვებიან და განაგრძობენ საპენსიო დანაზოგის დაგროვებას“, - აცხადებენ „საპენსიო სააგენტოში“.

სააგენტოს ინფორმაციით, არიან ისეთი პენსიონერებიც, რომლებმაც გაოთხმაგებული დანაზოგით ისარგებლეს, ძირითადად ესენი შეზრუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან. მათივე ცნობით, მათ ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ სქემიდან გასვლა და დანაზოგის სრულად დაუბეგრავად გატანა. რაც შეეხება თვითდასაქმებულთა რაოდენობას, სააგენტოს განმარტებით, ისინი დეკლარირებენ წელიწადში ერთხელ და სწორედ მაშინ იქნება ცნობილი მათი სრული სტატისტიკა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს