გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, 4 ივლისს 14:35 საათიდან 18:45 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს სოფელ დიღომში, ასევე, თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტროენერგია გაეთიშება მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს - ნატახტარსა და მისაქციელს. 12:00 საათიდან 15:00 საათამდე სოფლებს - ძალისი, ვაზიანი, მუხრანი, ერედა, ხილიანი, ცხვარიჭამია. 15:00 საათიდან 18:30 საათამდე სოფლებს -ქსოვრისი, ილტოზა, მუხრანი, ვარდისუბანი, ხოლო 16:00 საათიდან 18:30 საათამდე - ბიწმენდს, ჯიღაურას, საგურამოს, გალავანს, ბურიანს და მიმდებარე სოფლებს.

11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს ახალშენი, ქვიტკირის წყარო, ლამოვანი, ქისიაანი, წილკანი, მჭადიჯვარი და მიმდებარე სოფლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა