სერგი კაპანაძე - საქართველოს მხრიდან კონკრეტულ ნაბიჯებს, ეკონომიკურ ინიციატივებს სჭირდება ეფექტიანი მთავრობა, რომელიც სამწუხაროდ არ გვყავს

საქართველოს მხრიდან კონკრეტულ ნაბიჯებს, ეკონომიკურ ინიციატივებს სჭირდება ეფექტიანი მთავრობა, რომელიც სამწუხაროდ არ გვყავს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა, დეპუტატმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს საერთაშორისო ორგანიზაციის Amnesty International ანგარიშთან დაკავშირებით განუცხადა.

კაპანაძის თქმით, ადამიანის უფლებების დარღვევა ბოლო პერიოდში არის ძალიან სერიოზული პრობლემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და სწორედ ამ მიზნით იქნა შემუშავებული "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“. კაპანაძის განმარტებით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულება უნდა იყოს აღნიშნული სიის გატანა რაც შეიძლება მეტ საერთაშორისო პარტნიორთან.

"ასევე, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ არ გვნახავს ამ სიაში დამატებული რუსეთის მოქალაქეები, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ -მინისტრი ბევრჯერ შეგვპირდა, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგმეოდა. ამ კუთხით მუშაობის გააქტიურება უნდა იყოს ერთ-ერთი პრიორიტეტი ჩვენი ხელისუფლებისთვის. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ კიდევ უფრო მეტ საერთაშორისო ფორუმზე დაფიქსირდეს რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“.

რაც შეეხება საქართველოს მხრიდან კონკრეტულ ნაბიჯებს, ეკონომიკურ ინიციატივებს სჭირდება არამარტო ქაღალდზე დაწერილი ინიციატივა, რაც ხელისუფლებამ გააკეთა, რომელიც იყო ჩვენს მიერ 2009-2010 წლებში მიღებული სამოქმედო გეგმის გაგრძელება, ამის გარდა სჭირდება ეფექტიანი მთავრობა, რომელიც სამწუხაროდ არ გვყავს", - აცხადებს კაპანაძე.

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის ანგარიშში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაა ასახული და შესაბამისი რეკომენდაციებია გაცემული საქართველოსა და რუსეთის მთავრობების მიმართ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო