ნათია თურნავა - მინდა მოვუწოდო ტურისტებს გვეწვიონ - საქართველო მრავალი რეიტინგით უსაფრთხო ქვეყანაა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა გრიგორი კარასინის განცხადებას ეხმაურება. ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენად საფუძვლიანია რუსი ტურისტების გაწვევის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კარასინის განცხადება და რა საფრთხე შეიძლება დაემუქროთ მათ, თურნავა აცხადებს, რომ საქართველო მრავალი რეიტინგით უსაფრთხო ქვეყანაა.

„საქართველო მრავალი საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით არის ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა როგორ ტურიზმის, ასევე ბიზნესის კეთების და ცხოვრების თვალსაზრისით. მე კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველა ქვეყნის ტურისტს, გვეწვიონ, თავისი თვალით ნახონ, რამდენად მიმზიდველი, უსაფრთხო, მშვიდობიანი ერი ვართ და ველით მათ, მათ შორის რუს ტურისტებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა