მოხელის პასუხისგებაში მიცემისას, საჯარო დაწესებულებას შეეძლება თავად გადაწყვიტოს მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების საკითხი

საჯარო მოხელის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე, საჯარო დაწესებულებას ენიჭება უფლებამოსილება, თავად გადაწყვიტოს მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების საკითხი.

გარდა ამისა, დაწესებულებას ენიჭება უფლებამოსილება აღნიშნულ შემთხვევებში თავად გადაწყვიტოს მოხელისათვის თანამდებობრივი სარგოს და საკლასო დანამატის შენარჩუნების საკითხი.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შედის, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

პროექტის ავტორები არიან პარლამენტის წევრები: გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი, ირაკლი ბერაია და შალვა კიკნაველიძე.

“მოქმედი კანონმდებლობა ამომწურავად განსაზღვრავს მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების საფუძვლებს, რომელთა შორისაა მოხელის დაკავება, ადმინისტრაციული პატიმრობა ან მისთვის ისეთი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემთხვევა, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას გამორიცხავს. მოცემული დათქმა არ მოიცავს სხვა შემთხვევებს, როდესაც მოხელის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა და მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებამ შეიძლება დააზიანოს საჯარო ინტერესი. ამდენად, წარმოდგენილი ცვლილებით, მოხელის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე, საჯარო დაწესებულებას ენიჭება უფლებამოსილება თავად გადაწყვიტოს, როგორც მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების საკითხი, ასევე აღნიშნულ შემთხვევებში თანამდებობრივი სარგოს და საკლასო დანამატის შენარჩუნების საკითხი”, - განმარტავენ პროექტის ავტორები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო