ნათია თურნავას განცხადებით, ტურისტული ინდუსტრიისგან სამი ძირითადი მოთხოვნაა, რომელთა მოსაგვარებლადაც მთავრობა მუშაობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ტურისტული ინდუსტრიისგან სამი ძირითადი მოთხოვნაა, რომელთა მოსაგვარებლადაც მთავრობა მუშაობს. ნათია თურნავამ ქუთაისში, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ტურიზმის ინდუსტრია გამოწვევის წინაშეა და მიმდინარეობს მუშაობა პრობლემების მოსაგვარებლად.

„თქვენ იცით, ერთ კვირაზე მეტია მას შემდეგ, რაც დიდი გამოწვევის წინაშე დადგა ჩვენი ტურიზმის ინდუსტრია. მე პირადად, მთელი ჩვენი გუნდი პრემიერ-მინისტრის დავალებით დავდივართ რეგიონებში და ვხვდებით იმ ტურისტულ ადგილებში ოპერატორებს, ვისაც ყველაზე დიდი რისკი დაუდგა, სადაც წლის ბოლომდე ტურისტებს ელოდებოდნენ, მათ შორის მილიონი რუსი ტურისტი უნდა ჩამოსულიყო და ახლა დგას ჩამოსვლა კითხვის ქვეშ. რომ დავაჯამოთ შეხვედრების შედეგები, სამი მიმართულებით ისმის მოთხოვნა. პირველი მოთხოვნაა, რომ მოხდეს სტაბილიზაცია, იყოს მშვიდობა და ამის შესახებ მესიჯი მივაწოდოთ მთელ მსოფლიოს, რომ საქართველი იყო, არის და იქნება უსაფრთხო ადგილი. მეორე მიმართულებაა, ფინანსური პრობლემები, რაც ბიზნესს დაუდგა, ბანკის სესხები. მესამე რასაც ვისმენთ, არის ის, რომ ბიზნესი და ოჯახები ითხოვენ, დივერსიფიკაციასთან ერთად გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ რუსი ტურისტიც არ წავიდეს და შევინარჩუნოთ. ეს სამი მიმართულება არის დავალება, რომელიც მივიღეთ ტურიზმის ინდუსტრიიდან. ამ მიმართულებით ვმუშაობთ. დღეს საღამოს პრემიერ-მინისტრთან გვექნება მსჯელობა და იმ კვირაში მზად ვიქნებით, გარკვეული ღონისძიებებით დავუბრუნდეთ ტურისტულ ინდუსტრიას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

კითხვაზე, მილიონ რუს ტურისტს მთლიანად ვემშვიდობებით თუ სხვა გზებითაც შემოვლენ ქვეყანაში, ნათია თურნავა პასუხობს, რომ ტურიზმის ბიზნესთან ერთად აკვირდებიან ამ დღეების ტენდენციას.

„რასაც ვუყურებთ, რუსი ტურისტების ნაწილი კვალავაც მოწადინებულია ეწვიოს ჩვენს ქვეყანას და ამას მივესალმებით. რა თქმა უნდა, სირთულეები იქნება, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს რაღაცნაირად დალაგდება“, - განაცხადა თურნავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა