პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე დავით გარეჯთან დაკავშირებით - საქართველოს საპატრიარქო ამას ძალიან დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძის ინფორმაციით, დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას გაავრცელებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საპატრიარქო საქართველო აზერბაიჯანს შორის სადელიმიტაციო-სადემარკაციო სამუშაოებს ყურადღებით ადევნებს თვალს.

"საქართველოს საპატრიარქო ამას ძალიან დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს. ამ წუთში მე ვერ მივცემ ჩემს თავს უფლებას, რომ გარკვეული განცხადება გავაკეთო. როგორც ტელევიზიით მესმის, ამასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალიან კვალიფიციურ ინფორმაციას ავრცელებს. ვფიქრობ, იქნება საპატრიარქოს განცხადებაც და მთელმა საზოგადოებამ ამ განცხადებით უნდა იხელმძღვანელოს და მას უნდა გაუწიოს ანგარიში. მე ამ წუთში არ შემიძლია რაიმე განცხადება გავაკეთო ამ საკითხთან დაკავშირებით. მე ამ საკითხის შესწავლაში არ ვარ უშუალოდ ჩართული,"- განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა