მარიამ ჯაში მელიასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე - ჩემთვის  მისაღები იქნება გუნდის ნებისმიერი გადაწყვეტილება, ვრჩები იმ აზრზე, რომ განსხვავებული პოზიცია მხოლოდ აძლიერებს გუნდს

ჩემთვის აბსოლუტურად მისაღები იქნება გუნდის ნებისმიერი გადაწყვეტილება. მე ისევ ვრჩები იმ პოზიციაზე, რომ განსხვავებული პოზიცია მხოლოდ აძლიერებს გუნდს,- ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, ნიკა მელიასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებასა და მმართველ პარტიაში აღნიშნულზე გაჩენილი კითხვების კომენტირებისას განაცხადა.

მარიამ ჯაშის თქმით, ის საკუთარი აზრის სისწორეში დარწმუნებულია.

„საზოგადოებისთვის ცნობილია ჩემი პოზიცია. მე იმდენად დარწმუნებული ვარ იმ ნაბიჯის სისწორეში, რომელიც გადავგდი, მზად ვიყავი ჩემს გუნდთან შემდგომი დისკუსიისთვის. თუკი დამატებითი კონსულტაციები, განხილვა გახდა საჭირო, მე მზად ვარ ამისთვის. ჩემთვის აბსოლუტურად მისაღები იქნება გუნდის ნებისმიერი გადაწყვეტილება. მე ისევ ვრჩები იმ აზრზე, რომ განსხვავებული პოზიცია მხოლოდ აძლიერებს გუნდს, ეს ჯანსაღი პროცესია და ამ შემთხვევაში თუ იქნება ალტერნატიული გადაწყვეტილება მიღებული, გავითვალისწინებ",- განაცხადა ჯაშმა.

მარიამ ჯაშმა დეპუტატ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების თაობაზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა