ანრი ოხანაშვილი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გუნდში რომან კაკულიასა და მარიამ ჯაშის მიერ თანამდებობების დატოვების საკითხი განიხილება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ გუნდში რომან კაკულიასა და მარიამ ჯაშის მიერ თანამდებობების დატოვების საკითხი განიხილება. ოხანაშვილის თქმით, საკითხი დღის წესრიგში დღეს არ დგას და არც უმრავლესობის წინა შეხვედრაზე განხილულა.

„ვერ გეტყვით წინმსწრებად პროგნოზს. ნებისმიერი საკითხი, რომელსაც გუნდში ვმსჯელობთ რჩება გუნდში. აქედან გამომდინარე, რაც გუნდში არის მსჯელობის საგანი ამ ეტაპზე კამერების წინ ვერ დავაფიქსირებ. ნებისმიერი სახის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული გუნდის მიერ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ძალიან დროულად ეცნობება საზოგადოებას”,-აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

მარიამ ჯაში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეა, ხოლო რომან კაკულია - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ნიკა მელიას პატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს მხარი დაუჭირა. აღნიშნული დადგენილება 26 ივნისს პლენარულ სხდომაზე 91 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ მიიღეს. ამით ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდა. თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატს, მათ შორის: რომან კაკულიას, მარიამ ჯაშს და ბიძინა გეგიძეს. ამასთან, მარიამ ჯაშს და ბიძინა გეგიძეს არც რეგისტრაცია გაუვლიათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო