კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს  ჯილდო ნომინაციაში - „2018 წლის ლიდერი“ გადაეცა

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში, ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების ლიდერთა დაჯილდოების 48-ე ცერემონია გაიმართა, სადაც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს გადაეცა ჯილდო ნომინაციაში - „2018 წლის ლიდერი“.

აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა აცნობა.

ცერემონიალზე დაჯილდოვდნენ როგორც ბიზნეს-სექტორის, ასევე ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. „ღონისძიების ორგანიზატორია „საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირი“ და „შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაცია“.

აღსანიშნავია, რომ კსუ-მ საქართველოში მოქმედ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ოქროს რეიტინგში წამყვანი პოზიცია დაიკავა და 2018 წლის ლიდერის ჯილდო მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგი 2015 წელს დაარსდა, რომლის პარტნიორიც 2017 წლიდან შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაცია გახდა. ამავე წლიდან კომპანიებს გადაეცემათ ნაციონალური ბიზნეს რეიტინგებისა და შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის ერთობლივი საერთაშორისო ჯილდო - „LEADER OF THE YEAR”.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა