გრიგორი კარასინი - სალომე ზურაბიშვილის განცხადებებმა  ბომბის აფეთქების ეფექტი გამოიწვია

რუსეთის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებებმა ბომბის აფეთქების ეფექტი მოახდინა, სახელმწიფოს მეთაურმა თავს ასეთი გამოთქმების უფლება არ უნდა მისცეს. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელმაც ბომბის აფეთქების ეფექტი გამოიწვია, დემონსტრანტების წამოძახილები - ეს ყველაფერი ტელევიზიით აჩვენეს, ეს შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ერთ-ერთი ვარ იმ ადამიანთაგან, რომლებზეც ამ აფეთქებამ იმოქმედა. მეზობელი ქვეყნების ორმხრივ ურთიერთობებში სახელმწიფოს მეთაური თავს არ უნდა აძლევდეს ასეთი გამოთქმების უფლებას. ამას სიფრთხილით უნდა მიუდგეს და შეარჩიოს გამონათქვამები“, - განაცხადა კარასინმა.

რუსული მედიის თანახმად, თბილისში პროტესტის ფონზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაშვილმა რუსეთს მტერი უწოდა და განაცხადა, რომ მოსკოვი დაინტერესებულია ქვეყანაში საზოგადოების დაყოფით.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს