კარასინი - საქართველოში რუსი ტურისტებისთვის საფრთხე ჯერ არ არსებობს, მაგრამ უპასუხისმგებლო განცხადებებმა შესაძლოა, ეს საფრთხე გამოიწვიოს

საქართველოში რუსი ტურისტებისთვის საფრთხე ჯერ არ არსებობს, მაგრამ უპასუხისმგებლო განცხადებებმა შესაძლოა, ეს საფრთხე გამოიწვიოს. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„სიტყვა „სანქციები“ სრულიად არასწორია - ეს ადეკვატური რეაქციაა იმ საფრთხეებზე, რომელთა პოტენციური არსებობა შესაძლებელი იყო ჩვენი ტურისტებისთვის. კარგია, რომ ისინი ჯერ არ არსებობს, მაგრამ ისინი შესაძლოა გაჩნდეს ნებისმიერ მომენტში, როდესაც ასეთი მოწოდებები არის. უპასუხისმგებლო განცხადებები ჟღერს ძალიან ბევრი, ამ ატმოსფეროში სახელმწიფომ უნდა აიღოს საკუთარ თავზე ინიციატივა და ყველაფერი გააკეთოს, რათა არ დაზარალდნენ ადამიანები, ჩვენი მოქალაქეები“, - განაცხადა კარასინმა.

ავიაგადაზიდვებზე შეზღუდვების მოხსნის შესახებ შესაძლო ვადებთან დაკავშირებით, კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთი არავის პირობებს არ უყენებს. „ეს დამოკიდებულია ყველაფერზე. ჩვენ არასოდეს არავის ვუყენებთ პირობებს. ვითარება ნორმალიზდება, თუკი ყველაფერი გაცილებით პროგნოზირებადი გახდება, რბილად და ინტელიგენტურად, კეთილმეზობლურად. ეს შემოქმედებითი საკითხია“, - განაცხადა კარასინმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა