ბათუმში ქართველი მწერლების და პოეტების თვალახვეული ფოტოები გამოფინეს, წარწერით „20% ოკუპირებულია“

„გახარია სინდისიც კარგი საქონელია", "ის ვინც არ იბრძვის ვერ იმარჯვებს",- ამ ლოზუნგებით ბათუმში ევროპის მოედანზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება. ევროპის მოედანზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ახალგაზრდების გაერთიანება "ბათუმი თავისუფლებისთვის" წევრები არიან შეკრებილი.

აქციის მონაწილეებმა, ევროპის მოედანზე საბჭოთა რეპრესიების დროს დახვრეტილი ადამიანებისა და 2008 წელს ომის დროს დაღუპული ქართველი მებრძოლების სია გამოფინეს. ასევე აქციაზე ქართველი მწერლების და პოეტების ფოტოები გამოფინეს, მათ ერთი თვალი აქვთ ახვეული წარწერით "20% ოკუპირებულია“.

"პროტესტის მე-14 დღეა და ცხადია, ჩვენც ევროპის მოედანზე ვდგავართ. დღეს კიდევ ერთხელ შევახსენეთ საზოგადოებას, რომ რის გამო დაიწყო პროტესტი თბილისში, რუსთაველის გამზირზე. ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელმა როგორ დაიკავა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი. დღეს გამოვიფინეთ მეფის რუსეთსა და ბოლშევიკებს შეწირული ქართველი მამულიშვილების, საზოგადო მოღვაწეებისა და მწერლების ფოტოები წარწერით - „20% ოკუპირებულია“. მშვიდობიანი გზებით ვებრძვით ოკუპაციას და ასევე ვებრძვით ხელისუფლების იმ ქმედებებს, რომლითაც დაირღვა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. ხელისუფლებას ვეუბნებით, რომ გახარია უნდა გადადგეს",- განაცხადა აქციაზე მყოფმა მალხაზ ჭკადუამ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის